გვყავს არჩეული ხელისუფლება, ვართ დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყნის განვითარება-მაკა ბოჭორიშვილი
ევრონესტი არ არის კლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ ასწავლონ მეზობელ ქვეყნებს, როგორ უნდა წარმართონ შიდა პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება.
„ევრონესტი შექმნილია იმისთვის, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შექმნილიყო საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების პლატფორმა და, სამწუხაროდ, ამ ინსტიტუტმა სხვა მიმართულებით გააგრძელა მუშაობა. ეს არ არის ერთგვარი კლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ ასწავლონ მეზობელ ქვეყნებს, როგორ უნდა წარმართონ ქვეყნის შიდა პოლიტიკა, ამ შემთხვევაში - ქართველ ხალხს. ჩვენ გვყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ეს პლატფორმა არასდროს ყოფილა ამ მიზნით შექმნილი. არცერთ მის დოკუმენტში არ წერია, რომ ევრონესტი იმისთვის იყო შექმნილი, მეზობელ ქვეყნებთან ასეთი დამოკიდებულება ყოფილიყო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან. სამწუხაროა, როგორ განვითარდა მუშაობა. ამ პლატფორმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება არის სწორი. გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის და ამ მიზანს აღარ ემსახურება, ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.
მსგავსი სიახლეები
"12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს მოსახლეობასთან შეხვედრები მექნება"-კახა კალაძე
მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს -შალვა პაპუაშვილი
ბრიუსელში წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს-შალვა პაპუაშვილი
ჯერ გასარკვევი გვაქვს, ვინ ვართ ჩვენ? მერე გავარჩიოთ, ევროპაში გვინდა ყოფნა, არაბებთან თუ ჩინელებთან, მგონი, პირველ რიგში, კაცებს აქვთ გასაცემი პასუხი ამ კითხვებზე-ნინო ლომჯარია
ქართველი ხალხის მოლოდინია, ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, საქართველო ბეწვზე გადაურჩა არეულობას-შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით შანხაიში ვიზიტს გამართავს
გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს-ირაკლი კობახიძე
გვყავს არჩეული ხელისუფლება, ვართ დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყნის განვითარება-მაკა ბოჭორიშვილი
ტიერი მარიანი: ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
,, ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ეს არის საქართველოს მორჩილების გეგმის ნაწილი,''- დიმიტრი ხუნდაძე
,,ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭირობები''- პრემიერი
უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში - ნინო ლომჯარია
იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში, ქალაქ სამარყანდში ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი პავილიონი გაიხსნა და მიღება გაიმართა
"ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო-დიმიტრი ხუნდაძე
ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს-შალვა პაპუაშვილი
,, ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული შეიქმნა''- ლევან ჟორჟოლიანი
,,განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები''- ლევან ჟორჟოლიანი
,, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობები''- მაკა ბოჭორიშვილი
კახა კალაძე - ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება