ქართველი ხალხის მოლოდინია, ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, საქართველო ბეწვზე გადაურჩა არეულობას-შალვა პაპუაშვილი

ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ კომისარი კოსი ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ მათ შორის ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები.

„ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც საქართველოში შეუმდგარი გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ადამიანებმა. ერთი თვე გადის, როდესაც ევროკომისრები, მათ შორის კომისარი კოსი და კომისარი კალასი უარს ამბობენ, დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ამიტომ მე მექნებოდა და ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ კომისარი კოსი ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი მძიმედ. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს არ მოუკითხავს ამ პოლიციელების ბედი და ჯანმრთელობა, არც ევროკავშირის ელჩს და მის ხელმძღვანელებს, კომისარ კოსს და კომისარ კალასს არ დაუგმიათ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა.

ამიტომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ვიდრე რამეს იტყვიან საერთოდ საქართველოზე, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, დაგმონ და გაემიჯნონ ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, ვინაიდან მათ შორის 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, მათ შორის მედია ორგანიზაციები. ასევე შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის პარალელურად, ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენელი სოციალური ქსელით ამხნევებდა და მხარს უჭერდა ამ ძალადობას. შეგახსენებთ, ქალბატონი იუკნევიჩიანეს, სხვა ევროპარლამენტარის, ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან წამოსულ განცხადებებს. საქართველო ბეწვზე გადაურჩა აქ არეულობას და არავინ არ იცის, რა შედეგი ექნებოდა ამ ყველაფერს, თუ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის, შსს-ს და სხვათა დროული რეაგირება ამ ყველაფერზე. ამიტომ პირველი, რაც უნდა თქვან, უნდა დაგმონ და გაემიჯნონ თავდასხმას", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია
,,უკვე ვხვდებით, რომ ცოტა ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე''- ნინო წილოსანი
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს არ ეხება, ეს ორი განსხვავებული დოკუმენტია -ლევან მახაშვილი
საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საზოგადოებასთან -ანიტა ჰიპერი
"12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს მოსახლეობასთან შეხვედრები მექნება"-კახა კალაძე
მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს -შალვა პაპუაშვილი
ბრიუსელში წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს-შალვა პაპუაშვილი
ჯერ გასარკვევი გვაქვს, ვინ ვართ ჩვენ? მერე გავარჩიოთ, ევროპაში გვინდა ყოფნა, არაბებთან თუ ჩინელებთან, მგონი, პირველ რიგში, კაცებს აქვთ გასაცემი პასუხი ამ კითხვებზე-ნინო ლომჯარია
ქართველი ხალხის მოლოდინია, ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, საქართველო ბეწვზე გადაურჩა არეულობას-შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით შანხაიში ვიზიტს გამართავს
გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს-ირაკლი კობახიძე
გვყავს არჩეული ხელისუფლება, ვართ დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყნის განვითარება-მაკა ბოჭორიშვილი
ტიერი მარიანი: ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
,, ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ეს არის საქართველოს მორჩილების გეგმის ნაწილი,''- დიმიტრი ხუნდაძე
,,ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭირობები''- პრემიერი
უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში - ნინო ლომჯარია
იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში, ქალაქ სამარყანდში ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი პავილიონი გაიხსნა და მიღება გაიმართა
"ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო-დიმიტრი ხუნდაძე
ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს-შალვა პაპუაშვილი