მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს -შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე ყალბ პროპაგანდას და ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, სადაც ხაზარაძე აღნიშნავს: „კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს, კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში არაბების მიერ ქალაქების აშენება ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს".
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „ლელოს" ასეთივე პროპაგანდა ჰქონდა „ჰუალინგ პლაზასთან" დაკავშირებითაც.
შალვა პაპუაშვილის თქმით, EMAAR ჯგუფის 6,5-მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია გულისხმობს ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.
„რაც შეეხება ამ ორ თაღლითს, ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარს ითხოვდნენ. თან იმასაც ბედავენ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და ხალხს ხმის მიცემა სთხოვონ. ინვესტიციების მიმართ მათი დამოკიდებულება ანაკლიაში ვნახეთ. პროექტი აბსოლუტურად ჩააფლავეს, რომლის შესასრულებლად ხელისუფლებამ ყველა პირობა შეუქმნა - კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებიდან დაწყებული, ხელშეკრულებების გადავადებებით დასრულებული. ბოლოს იქამდე მივიდნენ, საქართველოს მოქალაქეებს ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის დივიდენდები უნდა გადაგვეხადა, რომ წაგებაში არ წასულიყვნენ. ეს რომ ვერ მიიღეს მოქალაქეებისგან, მილიარდ-ნახევარს ითხოვდნენ. წააგეს არბიტრაჟში, მათ შორის 65 მილიონს ითხოვდნენ ხელისუფლებისგან, ესეც წააგეს და, საბოლოო ჯამში, 7 მილიონზე მეტი აქვთ ბიუჯეტში გადასახდელი. ხაზარაძე ჩივის, რომ შეიძლება, აშენდეს უძრავი ქონება, ბინები, რომლებიც შესაძლოა, უცხოელებმა იყიდონ. ასეთივე პროპაგანდა ჰქონდათ ვარკეთილში, „ჰუალინგ პლაზაზე", თითქოს იქ ნახევარი ჩინეთი ჩამოსახლდებოდა, მაგრამ გაიარონ და ნახონ, იმ ბინებში ვინ ცხოვრობს. ეს ზუსტად იგივე, იაფი, ქსენოფობიური სტილის კამპანიაა, რომელსაც ის ადამიანი აწარმოებს, რომელსაც საკუთარი ბინა უცხოელისთვის აქვს მიქირავებული - შუა ცენტრში, ლესელიძეზე. როგორც იცით, ბინა გერმანიის ელჩისთვის აქვს მიქირავებული. ახლა, როცა ყალბ პროპაგანდას ეწევა, თან იაფფასიანი ქსენოფობიით, ეს არასერიოზულია. ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, საუბარია 6,5 მილიარდ დოლარზე. „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ჯამში, მთლიანად არ შემოსულა ასეთი ინვესტიცია, როცა ახლა ქვეყანაში ეს ინვესტიცია მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს. ეს გულისხმობს ეკონომიკის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას. ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ან თვითონ იცხოვროს იქ, ან ქართველს მიაქირაოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"ლელოს" აკრძალვის შემთხვევაში, პოლიტიკური აქტიურობის სხვა გზებს მოვძებნით''- ირაკლი კუპრაძე
,,ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ'' - მაკა ბოჭორიშვილი
,,ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია''- მაკა ბოჭორიშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია
,,უკვე ვხვდებით, რომ ცოტა ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე''- ნინო წილოსანი
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს არ ეხება, ეს ორი განსხვავებული დოკუმენტია -ლევან მახაშვილი
საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საზოგადოებასთან -ანიტა ჰიპერი
"12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს მოსახლეობასთან შეხვედრები მექნება"-კახა კალაძე
მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს -შალვა პაპუაშვილი
ბრიუსელში წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს-შალვა პაპუაშვილი
ჯერ გასარკვევი გვაქვს, ვინ ვართ ჩვენ? მერე გავარჩიოთ, ევროპაში გვინდა ყოფნა, არაბებთან თუ ჩინელებთან, მგონი, პირველ რიგში, კაცებს აქვთ გასაცემი პასუხი ამ კითხვებზე-ნინო ლომჯარია
ქართველი ხალხის მოლოდინია, ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, საქართველო ბეწვზე გადაურჩა არეულობას-შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით შანხაიში ვიზიტს გამართავს
გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს-ირაკლი კობახიძე
გვყავს არჩეული ხელისუფლება, ვართ დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყნის განვითარება-მაკა ბოჭორიშვილი
ტიერი მარიანი: ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
,, ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ეს არის საქართველოს მორჩილების გეგმის ნაწილი,''- დიმიტრი ხუნდაძე
,,ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭირობები''- პრემიერი
უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში - ნინო ლომჯარია