"მე მომავალში" - საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში იწყება ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“, რომლის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან ერთად, ანტინარკოტიკული ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ მომავალი თაობისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

კამპანიის პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით 60 საჯარო სკოლაში მართლწესრიგის ოფიცრები და მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები მე-6, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთობლივად გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენის, მისი მოხმარების პრევენციისა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრების გარდა, დაგეგმილია კომიქსების კონკურსის, სპორტული ღონისძიებებისა და სხვა შემეცნებითი აქტივობების ჩატარება.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმართვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოამზადეს მოსწავლეებთან შეხვედრის განახლებული მოდული, კოორდინირებულად იმუშავეს პრაქტიკული კომპონენტის ნაწილზე და ჩაატარეს სიმულაციური შეხვედრები.

პირველ ეტაპზე შეხვედრები თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში გაიმართება. კამპანიის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 





მსგავსი სიახლეები
"მე მომავალში" - საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება
ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ მორიგი საქველმოქმედო აქცია იმერეთის რეგიონში ჩაატარა
3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს
ომის ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს ქამარს დაეუფლა
,,უფალო შემინდე – ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ''- დოროთე ყურაშვილი
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
2 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა
2 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შსს განცხადებას ავრცელებს
რა შემთხვევაში აქვს ფიზიკურ პირს ვალდებულება, გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადი - სპეციალისტის განმარტება
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
1- ელი ნოემბერის ამინდის პროგნოზი
1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება
,,ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან - სახეზე ეტყობა ადამიანს კორუმპირებული რომ არის''- თემურ ჭყონია