ჩინეთის იმპორტის გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ -ირაკლი ნადარეიშვილი

ჩინეთის იმპორტის 2025 წლის გამოფენაზე, სადაც საქართველო ტრადიციულად იქნება წარმოდგენილი, ჩინეთის მხარემ წელს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი მოგვანიჭა, რაც ნიშნავს, რომ ქართული მეწარმეობა, საინვესტიციო გარემო, ტურიზმი და ყველა ის მიმართულება, რასაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოჩენილი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაიში განაცხადა, სადაც ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სპეციალური სტატუსის ფარგლებში ქართული კომპანიების მხრიდან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული, კულინარიული, ფოლკლორული და სხვადასხვა მიმართულებები.

„საქართველო სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი – ნაციონალური, მეწარმეობის, საკვებისა და სასმელის პავილიონით. გამოფენის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივ მეწარმეებს  საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

აღნიშნული მასშტაბური გამოფენა მეშვიდედ ტარდება და წელს საქართველოს 40-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.

ჩინეთში, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკურ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი  ხელს მოაწერს რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათ შორის, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმხლებ დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები
"გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები"-ვახტანგ ცინცაძე
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება პრიორიტეტულია -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ნოემბერს
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
"ჩინეთის მხარესთან გავაფორმეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომელთა ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გამყარდება"-მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან -ირაკლი კობახიძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ნოემბერს
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით-რევაზ სოხაძე
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში
კომპანია Eagle Hills - ის პროექტს უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება საქართველოს ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე -მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა სამი მილიარდით იზრდება
რთველი 2025-ის ფარგლებში რეკორდული რაოდენობის, 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 ნოემბრისთვის
ჩინეთის იმპორტის გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ -ირაკლი ნადარეიშვილი
რას მოიტანს საქართველოსთვის ეს ინვესტიცია? -ირაკლი გოგავა Emaar-ის $6,5-მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ