რთველი 2025-ის ფარგლებში რეკორდული რაოდენობის, 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოს მევენახეობის რეგიონებში გადამუშავებული 336 ათასამდე ტონა ყურძენი ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია.

სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, მოსავალი 22 ათასამდე მევენახე ფერმერმა დააბინავა, მევენახეების შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში კი ჩართული იყო 500-ზე მეტი ღვინის საწარმო.

„საქართველოს მასშტაბით ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავებულია, გარდა ლეჩხუმის რეგიონისა, სადაც რთველი უახლოეს დღეებში დასრულდება. გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი, 327 ათასამდე ტონა, კახეთზე მოდის, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“, ხარისხის მიხედვით, დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ  სხვა საღვინე ჯიშებს  – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.

წელს რაჭაში გადამუშავებულია ასევე რეკორდული, 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი ალექსანდროული და მუჯურეთულია. მოსავალი 1400-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 23,5 მლნ ლარს მიაღწია.

რაჭის რეგიონში კერძო სექტორის სტიმულირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიის მიმღებია ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე“, – აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
"გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები"-ვახტანგ ცინცაძე
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება პრიორიტეტულია -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ნოემბერს
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
"ჩინეთის მხარესთან გავაფორმეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომელთა ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გამყარდება"-მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან -ირაკლი კობახიძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ნოემბერს
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით-რევაზ სოხაძე
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში
კომპანია Eagle Hills - ის პროექტს უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება საქართველოს ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე -მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა სამი მილიარდით იზრდება
რთველი 2025-ის ფარგლებში რეკორდული რაოდენობის, 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 ნოემბრისთვის
ჩინეთის იმპორტის გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ -ირაკლი ნადარეიშვილი
რას მოიტანს საქართველოსთვის ეს ინვესტიცია? -ირაკლი გოგავა Emaar-ის $6,5-მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ