,,მოწმემ დააფიქსირა, რომ წილები გაფორმებული იყო სხვადასხვა პირზე, თუმცა მიქაუტაძეს ეკუთვნოდა'' - პროკურორი

მოწმემ დაადასტურა, რომ როდესაც რომეო მიქაუტაძე აქტიურად იყო ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო , - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, სადაც მოწმეები დაკითხეს.

მეორე მოწმემ ცალსახად დააფიქსირა, რომ „კონკრეტული წილები გაფორმებული იყო სხვადასხვა პირზე“, თუმცა ეკუთვნოდა რომეო მიქაუტაძეს და მას ჰქონდა ინტერესები, „კონკრეტული ნებართვების დაჩქარებული წესით, მარტივად აღებაში მონაწილეობდა“.

„ბრალდების მხარე აგრძელებს სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების წარდგენას. დღეს დაიკითხა ორი მნიშვნელოვანი მოწმე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რომეო მიქაუტაძეს სხვა მუხლებთან ერთად ვედავებით სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას და ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა ცალსახად დააფიქსირა, რომ როდესაც რომეო მიქაუტაძე მუშაობდა თანამდებობაზე, აქტიურად მონაწილეობდა ამ კომპანიის საქმიანობაში. ასევე დაიკითხა მეორე მოწმე, რომელმაც დაადასტურა, რომ რომეო მიქაუტაძე რამდენიმე კომპანიაში ფლობდა წილებს, ხოლო წილების ნაწილი გაფორმებული ჰქონდა თავის ნათესავებზე. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ მტკიცებულებების წარდგენას და დავადასტურებთ, რომ რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა სხვადასხვა კორუფციულ სქემებში და განახორციელა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, დაახლოებით 8 მილიონ 400 ათასი ლარის.

მეორე მოწმემ ცალსახად დააფიქსირა, რომ კონკრეტული წილები გაფორმებული იყო სხვადასხვა პირზე, თუმცა ეკუთვნოდა რომეო მიქაუტაძეს და მას ჰქონდა ინტერესები. ცალსახად დააფიქსირა,რომ კონკრეტული ნებართვების დაჩქარებული წესით, მარტივად აღებაში მონაწილეობდა რომეო მიქაუტაძე და აგვარებდა ამ საკითხებს. მოწმემ დააფიქსირა, რომ „მარტივად ვიღებდით კონკრეტულ ნებართვებს“. მან ცალსახად დააფიქსირა, რომ მარტივად და დროულად საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა რომეო მიქაუტაძე“, - განაცხადა პროკურორმა.

 

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე პროკურატურა მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334
ლარი.





მსგავსი სიახლეები
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი დააკავა
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა
,,წავიკითხე ბრალი, ეს არის სრული სიცრუე, არანაირ ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი''- ბადრი ჯაფარიძე
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს სახით მილიონ-მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვს
დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი, 2 ბავშვის თანდასწრებით გააუპატიურა
სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს- შსს
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ქვემო ქართლში პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურა სისხლის სამართლის ახალ საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
ჯაკო ჩარკვიანის სახლის ჩხრეკისას 2 ავტომატური ცეცხლსასროლი თოფი და 110 ვაზნა ამოვიღეთ - შსს
,,ჯაკო ჩარკვიანი პოლიციას ჩაბარდა''- თაკო ჩარკვიანი
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან"კავშირში მყოფი 34 პირი დააკავეს
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა გიორგობიანი დააკავეს
საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა
არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
,,მოწმემ დააფიქსირა, რომ წილები გაფორმებული იყო სხვადასხვა პირზე, თუმცა მიქაუტაძეს ეკუთვნოდა'' - პროკურორი