,,ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ'' - მაკა ბოჭორიშვილი

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რა პროგრესიც აქვს საქართველოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის მხრიდან ხშირად ისმის “ტენდენციური და არაობიექტური” შეფასებები, რაც შესაძლოა ასახული იყოს ანგარიშშიც.

„ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ ნაკლებად კეთდება ობიექტური შეფასებები. ძირითადად, შეფასებები ტენდენციურია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რა პროგრესიც აქვს საქართველოს", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ წლის განმავლობაში გაკეთებული კომენტარები და გადადგმული ნაბიჯები.

„ამის ვარაუდი ჩვენ უკვე შეგვიძლია, მთელი წლის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. თუმცა, დაველოდოთ თავად ანგარიშს და შემდგომ უკვე შევხედავთ, თუ რამდენად ობიექტურად იქნება მასში ასახული საქართველოს პროგრესი, ის ნაბიჯები, რაც საქართველომ გადადგა, ის განვითარება, რასაც ერთი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოში; რაც ასახულია სხვადასხვა რეიტინგებში, სხვადასხვა ციფრებში, ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში. თუმცა, ვნახოთ, ეს როგორ იქნება ასახული ევროკავშირის ანგარიშში", - განაცხადა მინისტრმა.





მსგავსი სიახლეები
"ლელოს" აკრძალვის შემთხვევაში, პოლიტიკური აქტიურობის სხვა გზებს მოვძებნით''- ირაკლი კუპრაძე
,,ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ'' - მაკა ბოჭორიშვილი
,,ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია''- მაკა ბოჭორიშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია
,,უკვე ვხვდებით, რომ ცოტა ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე''- ნინო წილოსანი
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს არ ეხება, ეს ორი განსხვავებული დოკუმენტია -ლევან მახაშვილი
საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საზოგადოებასთან -ანიტა ჰიპერი
"12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს მოსახლეობასთან შეხვედრები მექნება"-კახა კალაძე
მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს -შალვა პაპუაშვილი
ბრიუსელში წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს-შალვა პაპუაშვილი
ჯერ გასარკვევი გვაქვს, ვინ ვართ ჩვენ? მერე გავარჩიოთ, ევროპაში გვინდა ყოფნა, არაბებთან თუ ჩინელებთან, მგონი, პირველ რიგში, კაცებს აქვთ გასაცემი პასუხი ამ კითხვებზე-ნინო ლომჯარია
ქართველი ხალხის მოლოდინია, ვიდრე საქართველოზე რამეს იტყვიან, ევროკავშირიდან უნდა დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, საქართველო ბეწვზე გადაურჩა არეულობას-შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით შანხაიში ვიზიტს გამართავს
გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს-ირაკლი კობახიძე
გვყავს არჩეული ხელისუფლება, ვართ დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყნის განვითარება-მაკა ბოჭორიშვილი
ტიერი მარიანი: ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
,, ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ეს არის საქართველოს მორჩილების გეგმის ნაწილი,''- დიმიტრი ხუნდაძე
,,ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭირობები''- პრემიერი
უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში - ნინო ლომჯარია