კომპანია Eagle Hills - ის პროექტს უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება საქართველოს ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე -მარიამ ქვრივიშვილი
"კომპანია „Eagle Hills" - ის პროექტს უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება საქართველოს ყოვეწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტით ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე აუცილებლად იამაყებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა Eagle Hills - ის მასშტაბური პროექტის შეფასებისას.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, Eagle Hills - ის საინვესტიციო პროექტის მიმართ საქართველოს ოპოზიციური სპექტრი თავიდანვე ნეგატიურად იყო განწყობილი.
"თავდაპირველად მოლაპარაკების წარმატებით დასრულება და საქართველოს ბაზარზე ისეთი მსხვილი კორპორაციის შემოსვლა, როგორიც კომპანია Eagle Hills - ია, ილუზიად მიაჩნდათ. ახლა კი, როდესაც ინვესტორთან ერთობლივი საწარმო დაფუძნდა, საერთოდ პროექტი აღმოჩნდა მათთვის მიუღებელი. რეალურად კი თითოეული ქართველი უნდა იყოს ამაყი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ და ზოგადად, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი გონიოსა და დედაქალაქში, ასევე ეს იქნება განახლებული ბიძგი დეველოპერული და ტურიზმის სექტორისთვის. თავად ბიზნეს სექტორი ძალიან დადებითად აფასებს აღნიშნულ ინვესტიციას"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და Eagle Hills - ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 33 %-იანი წილის საკითხზე.
„ეს არის რეალურად ქართული პროექტი, რადგან ჩვენ გავხდით პროექტის თანამესაკუთრეები და თანადამფუძნებლები. პროექტი სრულად შეთანხმდება სახელმწიფოსთან და პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე, გათვალისწინებული იქნება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, სახელმწიფო ფლობს 33 %-ს ამ საერთო საწარმოში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მფლობელია როგორც ქართული მიწების, ასევე იქნება თანამესაკუთრე იმ მნიშვნელოვანი დეველოპერული პროექტისა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით მილიონ დოლარს მოგების სახით დააგენერირებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობას და განმარტა რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოები ცდილობდნენ და ახლაც აქტიურად მუშაობენ, რათა Eagle Hills - ი დააინტერესონ, მათ ბაზრებზეც შევიდეს.
„ასეთი მსხვილი კორპორაციები და ინვესტორები თითოეული ქვეყნისთვის უდიდესი ღირებულების მომტანია. აღნიშნულმა ინვესტიციამ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი ძალიან გაზარდა, მათ შორის, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. ეს არის ერთგვარი მესიჯი საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც, რადგან, როდესდაც ასეთი მსხვილი და რეპუტაბელური ინვესტორი გამოარჩევს საქართველოს ყველა სხვა ქვეყანასთან მიმართებაში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მათ შორის იმასაც, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ვითარდება, ქვეყანაში არის პროგნოზირებადი გარემო, საქართველოში კვლავ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები"-ვახტანგ ცინცაძე
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება პრიორიტეტულია -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ნოემბერს
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
"ჩინეთის მხარესთან გავაფორმეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომელთა ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გამყარდება"-მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან -ირაკლი კობახიძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ნოემბერს
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით-რევაზ სოხაძე
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში
კომპანია Eagle Hills - ის პროექტს უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება საქართველოს ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე -მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა სამი მილიარდით იზრდება
რთველი 2025-ის ფარგლებში რეკორდული რაოდენობის, 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 ნოემბრისთვის
ჩინეთის იმპორტის გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ -ირაკლი ნადარეიშვილი
რას მოიტანს საქართველოსთვის ეს ინვესტიცია? -ირაკლი გოგავა Emaar-ის $6,5-მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ