მათ ძალიან აწუხებთ ბიძინა ივანიშვილის არსებობა საქართველოში, როდესაც ხედავენ, რომ ის მუდმივად ზრუნავს ქვეყნის ეროვნული ინტერესებზე -მაკა ბოჭორიშვილი RSF-ს სტატიაზე

მათ ძალიან აწუხებთ ამ ადამიანის არსებობა საქართველოში, როდესაც ხედავენ, რომ ის მუდმივად ზრუნავს ქვეყნის ეროვნული ინტერესებზე - რა საერთო აქვს ამ რეიტინგს ბიძინა ივანიშვილთან, წარმოუდგენელია, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი გამოეხმაურა ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მომზადებულ სტატიას.

„ასეთი ხელოვნური რეიტინგები თუ ხელოვნური სიები, რომელიც კეთდება, კოორდინირებულად მიმართულია საქართველოში ხელისუფლების, ან კონკრეტული პირების წინააღმდეგ. არაერთხელ გაჟღერებულა ბიძინა ივანიშვილის სახელი, მათ ძალიან აწუხებთ ამ ადამიანის არსებობა საქართველოში, როდესაც ხედავენ, რომ ის მუდმივად ზრუნავს ქვეყნის ეროვნული ინტერესებზე. რა თქმა უნდა ეს არ შედის მათ ინტერესებში, არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. რა საერთო აქვს ამ რეიტინგს ბიძინა ივანიშვილთან, წარმოუდგენელია", - აცხადებს ბოჭორიშვილი.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" წერს, რომ 2025 წელს ბიძინა ივანიშვილმა მედია მიიტაცა. ამავე სიაში ორგანიზაციამ შეიყვანა ილონ მასკი, ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო და ბენიამინ ნეთანიაჰუ.

 





მსგავსი სიახლეები
,,ხანდახან როგორც საუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, არის რუსეთის ლოგიკის მსგავსი''- ევროპარლამენტარი მარკ ბოტენგა
,,საქართველომ დააფიქსირა ძლიერი ეკონომიკური ზრდა - მშპ-ის ზრდამ 2024 წელს 9.4% შეადგინა''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს პირველი არხის განცხადება
,,ამაზე უნდა დაფიქრდნენ ეს ადამიანები, როგორ სწირავენ მათ ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
,, ევროკავშირის დემონიზაციის მაგივრად, საქართველოს ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ინტეგრაციის გზას'' - პაველ ჰერჩინსკი
"კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, 71 წლის იქნება ეს თუ 31 წლის"- გია ვოლსკი
,,როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არც საქართველოში, არც - სხვაგან''- პაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში გადასცა
,,ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები''- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოში LGBTIQ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა დიდწილად არასაკმარისია''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა- შალვა პაპუაშვილი
"არ მგონია რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ზოგადად მოსახლეობისთვის''- დავით ქართველიშვილი
,, ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ვითხოვთ მეტ სიცხადეს, თუ რისთვის და რა მიზნით იხარჯება თანხები''- ანდრაშ ლასლო
,,როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება''- რასა იუკნევიჩიენე
რეალისტები უნდა ვიყოთ, "ქართული ოცნება"არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, ზომები, რომელთა მიღება შეგვიძლია, არის პასუხისმგებელ პირთათვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა -რასა იუკნევიჩიენე
ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი ძალისხმევით მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხებს -ლი ციანი
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს ლი ციანს შეხვდა
სააკაშვილი აგონიაშია, მისი განცხადებები საინტერესო არ არის, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს -ლევან მაჭავარიანი