პრემიერი შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფორმონ მემორანდუმები მნიშვნელოვან საკითხებზე-ლევან ჟორჟოლიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა შანხაიში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, მთავრობის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფორმონ მემორანდუმები მნიშვნელოვან საკითხებზე.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანის მოწვევით ჩინეთში იმყოფება. დღეს ის შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრთან. შედგება ორმხრივი შეხვედრა. ასევე, მთავრობის წევრებს, სოფლის
მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კოლეგა მინისტრებთან ექნებათ შესაძლენლობა, გააფორმონ მემორანდუმები, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ავიაცია, ტურიზმი, კულტურა, ხელოვნური ინტელექტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სოფლის
მეურნეობა. ასევე, საქართველოს დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. ეს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, როგორც იცით ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ამ ვიზიტით ამ სტრატეგიულ პარტნიორობასაც აღვნიშნავთ", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მსგავსი სიახლეები
,,ხანდახან როგორც საუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, არის რუსეთის ლოგიკის მსგავსი''- ევროპარლამენტარი მარკ ბოტენგა
,,საქართველომ დააფიქსირა ძლიერი ეკონომიკური ზრდა - მშპ-ის ზრდამ 2024 წელს 9.4% შეადგინა''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს პირველი არხის განცხადება
,,ამაზე უნდა დაფიქრდნენ ეს ადამიანები, როგორ სწირავენ მათ ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
,, ევროკავშირის დემონიზაციის მაგივრად, საქართველოს ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ინტეგრაციის გზას'' - პაველ ჰერჩინსკი
"კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, 71 წლის იქნება ეს თუ 31 წლის"- გია ვოლსკი
,,როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არც საქართველოში, არც - სხვაგან''- პაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში გადასცა
,,ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები''- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოში LGBTIQ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა დიდწილად არასაკმარისია''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა- შალვა პაპუაშვილი
"არ მგონია რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ზოგადად მოსახლეობისთვის''- დავით ქართველიშვილი
,, ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ვითხოვთ მეტ სიცხადეს, თუ რისთვის და რა მიზნით იხარჯება თანხები''- ანდრაშ ლასლო
,,როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება''- რასა იუკნევიჩიენე
რეალისტები უნდა ვიყოთ, "ქართული ოცნება"არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, ზომები, რომელთა მიღება შეგვიძლია, არის პასუხისმგებელ პირთათვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა -რასა იუკნევიჩიენე
ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი ძალისხმევით მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხებს -ლი ციანი
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს ლი ციანს შეხვდა
სააკაშვილი აგონიაშია, მისი განცხადებები საინტერესო არ არის, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს -ლევან მაჭავარიანი