სააკაშვილი აგონიაშია, მისი განცხადებები საინტერესო არ არის, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს -ლევან მაჭავარიანი

რთულია იმის თქმა, რა სტრატეგია აქვს არჩეული სააკაშვილს, აგონიაშია, მისი განცხადებები საინტერესო არაა, რომელი „ნაცი" რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი - გილაური ერთმანეთს რას დააბრალებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ერთნაირები არიან.

„ოპოზიციის ყოველგვარი გაერთიანება აბსურდია იქიდან გამომდინარე, რომ მათი პატრონები ჩამოყალიბდნენ, გამიჯნონ, „ნაცმოძრაობა" „ლელო"-სგან და გახარიასგან, რადგან თავიანთი წარსული ვერ ჩამორეცხეს. ახლა ფსონი გახარიას პარტიასა და „ლელო"-ზეა დადებული. ეს ამ პარტიებს შორის ბუნებრივ დაპირისპირებას იწვევს. სააკაშვილის სტატუსიც ამას ცხადყოფს. ისინი ქვეყანას ასეთი ზიზღით და სიძულვილით მართავდნენ. ეზიზღებოდათ არა მხოლოდ ყველაფერი ქართული, არამედ საკუთარი შემადგენლობაც. სააკაშვილი-გილაური ერთმანეთს რას დააბრალებენ, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთნაირები არიან. ახლა ასეთი არაკაცები ერთმანეთზე ჭორაობენ, ისინი ჩვეულებრივი „ნაცები" არიან და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის რას დააბრალებს. რა სტრატეგია აქვს სააკაშვილს არჩეული, ამის თქმა რთულია, აგონიაშია. ჩვენთვის მისი განცხადებები საინტერესო არაა, რომელი „ნაცი" რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საჭიროა გაერთიანება.

„ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე. მე, ჩემი მხრივ, არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ, გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე. ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით - „ძალა ერთობაშია"", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
,,ხანდახან როგორც საუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, არის რუსეთის ლოგიკის მსგავსი''- ევროპარლამენტარი მარკ ბოტენგა
,,საქართველომ დააფიქსირა ძლიერი ეკონომიკური ზრდა - მშპ-ის ზრდამ 2024 წელს 9.4% შეადგინა''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს პირველი არხის განცხადება
,,ამაზე უნდა დაფიქრდნენ ეს ადამიანები, როგორ სწირავენ მათ ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
,, ევროკავშირის დემონიზაციის მაგივრად, საქართველოს ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ინტეგრაციის გზას'' - პაველ ჰერჩინსკი
"კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, 71 წლის იქნება ეს თუ 31 წლის"- გია ვოლსკი
,,როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არც საქართველოში, არც - სხვაგან''- პაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში გადასცა
,,ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები''- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოში LGBTIQ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა დიდწილად არასაკმარისია''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა- შალვა პაპუაშვილი
"არ მგონია რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ზოგადად მოსახლეობისთვის''- დავით ქართველიშვილი
,, ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ვითხოვთ მეტ სიცხადეს, თუ რისთვის და რა მიზნით იხარჯება თანხები''- ანდრაშ ლასლო
,,როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება''- რასა იუკნევიჩიენე
რეალისტები უნდა ვიყოთ, "ქართული ოცნება"არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, ზომები, რომელთა მიღება შეგვიძლია, არის პასუხისმგებელ პირთათვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა -რასა იუკნევიჩიენე
ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი ძალისხმევით მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხებს -ლი ციანი
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს ლი ციანს შეხვდა
სააკაშვილი აგონიაშია, მისი განცხადებები საინტერესო არ არის, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს -ლევან მაჭავარიანი