დევნილი ვეტერანების მხარდასაჭერად ახალი ინიციატივები იგეგმება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს, დავით კაიკაციშვილს, შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო დევნილი ვეტერანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მათ შორის დევნილი ოჯახების განსახლების პროექტი - „სოფლად სახლი".
დავით კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ ვეტერანებს სააგენტოს საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ეს მიმართულება ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრება. მხარეებმა, ასევე, განიხილეს სტიქიით დაზარალებული ვეტერანების დახმარების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით მხარდაჭერის ფორმები.
შეხვედრის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ერთობლივი ძალისხმევით დევნილი ვეტერანების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო გეგმა, რომელშიც შეხვედრაზე განხილული საკითხები, მომავალი წლის პრიორიტეტულ ამოცანებში შევა.
კობა კობალაძემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია, სადაც დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები და მიმდინარე სოციალური თუ ჯანდაცვის პროექტები, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფოსა და სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, დავით ჯიქია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯანაშვილი, პროტოკოლის განყოფილების უფროსი მარიამ ადამაშვილი და რეგიონული მართვის დეპარტამენტის, აფხაზეთის ა/რ სამმართველოს წარმომადგენელი ზურაბ შამუგია.
მსგავსი სიახლეები
5 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დევნილი ვეტერანების მხარდასაჭერად ახალი ინიციატივები იგეგმება
მარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა
ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა
4 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"მე მომავალში" - საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება
ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ მორიგი საქველმოქმედო აქცია იმერეთის რეგიონში ჩაატარა
3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს
ომის ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს ქამარს დაეუფლა
,,უფალო შემინდე – ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ''- დოროთე ყურაშვილი
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
2 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა
2 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი