რეალისტები უნდა ვიყოთ, "ქართული ოცნება"არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, ზომები, რომელთა მიღება შეგვიძლია, არის პასუხისმგებელ პირთათვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა -რასა იუკნევიჩიენე

საქართველოსთან დაკავშირებით რეალისტები უნდა ვიყოთ, „ქართული ოცნება" არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, ეს არის კრემლის მარიონეტული რეჟიმი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

იუკნევიჩიენეს შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება და ევროკავშირმა უფრო თამამად უნდა უპასუხოს მათ გამოწვდილ ხელს.

„ამ დარბაზში მყოფი რამდენიმე კოლეგა მონაწილეობდა გასულ კვირას ერევანში, „ევრონესტის" ასამბლეის სესიაში. როგორც ჩანს, სომხეთი ხდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი, მაშინ როდესაც საქართველო გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც თქვენ აღწერეთ. მოგიწოდებთ, უფრო თამამად უპასუხოთ სომხების მიერ ჩვენთვის გამოწვდილ ხელს. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო რეალისტები საქართველოსთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება" არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე. ეს არის კრემლის მარიონეტული რეჟიმი. ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც უკვე ერთი წელია, ქუჩაში ევროპული საქართველოსთვის იბრძვის, შეგვიძლია სანქციების დაწესება და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა ყველა პასუხისმგებელი პირისთვის. მათ შორის დეზინფორმაციული არხებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი ჯერ კიდევ თავისუფლად მუშაობს აქ.

„რაშა თუდეი" და „სპუტნიკი" აკრძალულია, ხოლო „ქართული ოცნების" არხი „იმედი" თავისიუფლად მუშაობს აქ და ავრცელებს სიძულვილის ენას ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მინდა, ვიცოდე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ევროკავშირის დახმარების შესახებ, რადგან რეჟიმის მიერ დევნილი ორგანიზაციების უმეტესობას ამ დრომდე არ მიუღია რამე მხარდაჭერა", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

 





მსგავსი სიახლეები
ევროპარლამენტარი, AFD-ის წევრი ირმჰილდ ბოსფორდი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ აღწერს "ქართული ოცნების" დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას, ქართველი ხალხი გაბედულად აგრძელებს ბრძოლას ევროპული მომავლისთვის-მამუკა ხაზარაძე
,,ხანდახან როგორც საუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, არის რუსეთის ლოგიკის მსგავსი''- ევროპარლამენტარი მარკ ბოტენგა
,,საქართველომ დააფიქსირა ძლიერი ეკონომიკური ზრდა - მშპ-ის ზრდამ 2024 წელს 9.4% შეადგინა''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს პირველი არხის განცხადება
,,ამაზე უნდა დაფიქრდნენ ეს ადამიანები, როგორ სწირავენ მათ ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
,, ევროკავშირის დემონიზაციის მაგივრად, საქართველოს ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ინტეგრაციის გზას'' - პაველ ჰერჩინსკი
"კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, 71 წლის იქნება ეს თუ 31 წლის"- გია ვოლსკი
,,როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არც საქართველოში, არც - სხვაგან''- პაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში გადასცა
,,ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები''- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოში LGBTIQ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა დიდწილად არასაკმარისია''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა- შალვა პაპუაშვილი
"არ მგონია რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ზოგადად მოსახლეობისთვის''- დავით ქართველიშვილი
,, ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ვითხოვთ მეტ სიცხადეს, თუ რისთვის და რა მიზნით იხარჯება თანხები''- ანდრაშ ლასლო
,,როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება''- რასა იუკნევიჩიენე
რეალისტები უნდა ვიყოთ, "ქართული ოცნება"არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, ზომები, რომელთა მიღება შეგვიძლია, არის პასუხისმგებელ პირთათვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა -რასა იუკნევიჩიენე
ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი ძალისხმევით მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხებს -ლი ციანი
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა