,,ამაზე უნდა დაფიქრდნენ ეს ადამიანები, როგორ სწირავენ მათ ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად''- შალვა პაპუაშვილი
რაც შეეხება გზის გადაკეტვას, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის სრულად გარედან მართული, წახალისებული და წაქეზებული აქტი, მათ შორის, ვნახეთ ეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გზის გადაკეტვაში მონაწილეობის მიღებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პროტესტის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შეფასებისას.
„ეს იყო პირადი მაგალითი და ჩვენება იმისა, რომ ბრიუსელი რომ ავიღოთ კვლავ კოლექტიურ განსაზღვრებად, მათი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ სასჯელის ფასად, საკუთარი თავისუფლების ფასად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად - იმიტომ, რომ იქ უწევთ ყოფნა სხვადასხვა ამინდის დროს, ბრიუსელმა და ზოგიერთმა ძალებმა ევროპაში საკუთარ მიზანს მიაღწიონ საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მხრივ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნისთვის განხორციელებული ქმედებები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.
მისი თქმით, ამაზე თავად ეს ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, თუ როგორ სწირავენ „საგამზირე მსხვერპლებად“.
„ამაზე უნდა დაფიქრდნენ თავად ეს ადამიანები, თუ როგორ სწირავენ მათ ეს ეგრეთ წოდებული ევროპული და სინამდვილეში თავისი არსით ანტიევროპული და ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად იმისთვის, რომ კიდევ ერთ რეზოლუციაში ჩაწერონ რამე, X-ზე პოსტი დადონ თუ ფეისბუქზე თქვან და ამსტერდამში თუ სტოკჰოლმში რომელიმე მრგვალ მაგიდაზე ეს ახსენონ. ეს ადამიანები არიან მათი მსხვერპლი მათი, ვისაც ისინი იდეურად მისდევენ. ეს არის რუსთაველის გამზირისთვის განწირული მსხვერპლი გარე და შიდა ძალებისა, რომელთა მთავარი მიზანი არის საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა და ქართველი ხალხისთვის საკუთარი ხელისუფლების თავს მოხვევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ევროპარლამენტარი, AFD-ის წევრი ირმჰილდ ბოსფორდი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ აღწერს "ქართული ოცნების" დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას, ქართველი ხალხი გაბედულად აგრძელებს ბრძოლას ევროპული მომავლისთვის-მამუკა ხაზარაძე
,,ხანდახან როგორც საუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, არის რუსეთის ლოგიკის მსგავსი''- ევროპარლამენტარი მარკ ბოტენგა
,,საქართველომ დააფიქსირა ძლიერი ეკონომიკური ზრდა - მშპ-ის ზრდამ 2024 წელს 9.4% შეადგინა''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს პირველი არხის განცხადება
,,ამაზე უნდა დაფიქრდნენ ეს ადამიანები, როგორ სწირავენ მათ ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
,, ევროკავშირის დემონიზაციის მაგივრად, საქართველოს ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ინტეგრაციის გზას'' - პაველ ჰერჩინსკი
"კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, 71 წლის იქნება ეს თუ 31 წლის"- გია ვოლსკი
,,როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არც საქართველოში, არც - სხვაგან''- პაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში გადასცა
,,ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები''- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოში LGBTIQ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა დიდწილად არასაკმარისია''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა- შალვა პაპუაშვილი
"არ მგონია რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ზოგადად მოსახლეობისთვის''- დავით ქართველიშვილი
,, ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ვითხოვთ მეტ სიცხადეს, თუ რისთვის და რა მიზნით იხარჯება თანხები''- ანდრაშ ლასლო
,,როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება''- რასა იუკნევიჩიენე
რეალისტები უნდა ვიყოთ, "ქართული ოცნება"არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, ზომები, რომელთა მიღება შეგვიძლია, არის პასუხისმგებელ პირთათვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა -რასა იუკნევიჩიენე
ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი ძალისხმევით მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხებს -ლი ციანი
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა