,,ბრიუსელისთვის მიუღებელია, რომ სერბეთი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და აქციების ორგანიზებაში ევროკავშირს სდებს ბრალს''- მარტა კოსი
ჩვენ არ ვადგენთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების რეიტინგს, ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა „ევრონიუსის“ ინიციატივით მოწყობილ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში რასაც ვხედავთ, არის პროგრესის გაზომვა, ერთი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესისა და ამ ქვეყნების ევროკავშირის წევრობისთვის მზაობისა. გარკვეული თვალსაზრისით, სერბეთი უფრო მეტად არის მზად, ვიდრე უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი, თუმცა სერბეთში არ ყოფილა პროგრესი და ჩვენ უკუსვლაც ვნახეთ. სწორედ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება, ქვეყანა გარკვეული თვალსაზრისით, გაფართოების მოლაპარაკებების ზოგიერთ სფეროში უფრო წინ იყოს, ვიდრე სხვები, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ პროგრესი. განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, მედიის თავისუფლების, აკადემიური თავისუფლების სფეროში. და ჩემ მიერ ჩამოთვლილ სამ სფეროში სერბეთში უკუსვლა იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მე ხელს ვუწვდი სერბეთს და ვეუბნები. რომ ჩვენ გვინდა, ვიხილოთ დემოკრატიული სერბეთი ევროკავშირში. მე მიხარია, რომ პროტესტებმა, რომლებიც სერბეთში იმართება უკვე ერთი წელია, აჩვენა, რომ არსებობს დემოკრატიული პოტენციალი, ხალხს სურს დემოკრატიის გზაზე სიარული და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა კოსმა.
სერბეთის გაწევრიანების პროცესზე საუბრისას, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ბრიუსელისთვის მიუღებელია, რომ სერბეთი არ უერთდება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ევროკავშირს სდებს ბრალს.
„იმ რეჟიმის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინაში ხალხს კლავს, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე უარის თქმა – ეს ის რაღაცებია, რასაც რეალურად, მეტად ვეღარ შევეგუებით. კიდევ ერთი რამ, რაც ასევე არაა კარგი და ეს ნახსენებია ანგარიშში, სერბმა პოლიტიკოსებმა და მედიამ უნდა შეწყვიტონ ბრალდებები, რომ სერბეთში საპროტესტო აქციების უკან ევროკავშირი დგას“, – განაცხადა კოსმა.
მსგავსი სიახლეები
სერგეი ლავროვი - ბირთვულ ცდებზე ტრამპის განცხადებაზე განმარტება დიპლომატიური არხებით არ გაკეთებულა
პარიზში სამი გოგონა ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს
ევროკავშირი რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომდინარე დეზინფორმაციის საფრთხესთან საბრძოლველად ცენტრის შექმნას გეგმავს - The Guardian
ვაფასებთ ილჰამ ალიევის გულწრფელ ძალისხმევას მდგრადი მშვიდობის დამყარების მიმართულებით, ასევე, კმაყოფილი ვართ ამ გზაზე ნიკოლ ფაშინიანის გაბედული ნაბიჯებით -რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თუ ვფიქრობთ, რომ ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარება 2018-2019 წლებში შეგვეძლო, მაშინ დიახ, შეცდომა დავუშვი, რომ ეს არ გავაკეთე-ნიკოლ ფაშინიანი
,,უკრაინისთვის გამარჯვება სასწაული იქნება''- ორბანი
მთავრობის ე.წ. შათდაუნის გამო აშშ-ში გაუქმდა ასობით და გადაიდო ათასობით ფრენა
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა მიმდინარეობს
,,ჩინეთის ბირთვული ძალა არავითარ შემთხვევაში არ არის აშშ-ის ან რუსეთის დონის''- ჩინეთის საგარეო უწყება
ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო წესებს ამკაცრებს, ევროკავშირში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა მოცემულობა-კაია კალასი
ბრიტანეთმა სირიის პრეზიდენტსა და შს მინისტრს სანქციები მოუხსნა
ისრაელის დიასპორის მინისტრი საკუთარ მოქალაქეებს ნიუ-იორკის დატოვებისკენ მოუწოდებს
ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა
სი ძინპინი ჩემი ნამდვილი მეგობარია, ძლიერი და ჭკვიანი კაცია, პრესას არ მოსწონს, როცა ძალიან ჭკვიანს ვუწოდებ - ტრამპი
პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ამერიკულ ბირთვულ სწავლებებზე საპასუხო ზომები განიხილა
ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის (EPP) გავლენიანი გერმანელი წევრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თურქეთი ევროკომისიის ანგარიშს უსაფუძვლოდ და მიკერძოებულად მიიჩნევს
,,არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანს რამე უნდა შევთავაზო''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,ბრიუსელისთვის მიუღებელია, რომ სერბეთი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და აქციების ორგანიზებაში ევროკავშირს სდებს ბრალს''- მარტა კოსი
თურქეთის ოპოზიცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომს ეჭვქვეშ აყენებს