,,ხანდახან როგორც საუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, არის რუსეთის ლოგიკის მსგავსი''- ევროპარლამენტარი მარკ ბოტენგა

ხანდახან როგორც საუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, არის რუსეთის ლოგიკის მსგავსი. უნდა შეუერთდეს კი ევროკავშირი გავლენის სფეროების ლოგიკას? არ მგონია, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნების საქმეებში, – ასე მიმართა მემარცხენეების ჯგუფიდან ევროპარლამენტარმა, მარკ ბოტენგამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკკალისტერს.

მარკ ბოტენგას თქმით, ევროკავშირმა არ უნდა გაიმეოროს იმ ქვეყნების მოდელი, რომლებსაც აკრიტიკებს.

„თქვენ ხშირად ამბობთ, რომ რუსეთი აზროვნებს გავლენის სფეროების ლოგიკით და ზეგავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზე, რომ ისინი ისე მოიქცნენ, როგორც ეს მოსკოვს სურს, რომ გაიმეორონ მათი მოდელი, ან თავს მოახვიონ ეს მოდელი. ის, თუ როგორ საუბრობთ ხანდახან ევროკავშირის გაფართოებაზე, არის ძალიან მსგავსი. იმის თქმა მინდა, უნდა შეუერთდეს კი ევროკავშირი ამ გავლენის სფეროების ლოგიკას. არ მგონია, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნების საქმეებში. მათ აქვთ საკუთარი დემოკრატიული პროცესები, ლოკალური განვითარება და ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ. ეს შეიძლება საბოლოოდ დასრულდეს ევროკავშირის გაფართოებით, რისიც პრინციპულად წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ იმ ქვეყნების მოდელი, რომელთაც ვაკრიტიკებთ“, – განაცხადა მარკ ბოტენგამ „ევრონიუსის“ ინიციატივით მოწყობილ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“.

ამასთან დაკავშირებით, დევიდ მაკკალისტერმა აღნიშნა, რომ მას არ ეთანხმება.

„გაფართოება არ არის სხვა ქვეყნებში ჩარევა. ამ ქვეყნებმა მოხალისეობრივად მიიღეს გადაწყვეტილება, შეუერთდნენ ჩვენს ოჯახს, რადგანაც მათ სჯერათ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების. მე ყოველთვის დავუჭერ მხარს მთავრობებს, პარლამენტს, რომლებსაც ამ გზით სურთ სიარული“, – განაცხადა დევიდ მაკკალისტერმა.

მარკ ბოტენგას თქმით, ეს ძალიან მიამიტი ხედვაა.

„თქვენ კარგად იცით, რომ ევროკავშირი იყო ძალიან აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების დაფინანსებაში, რათა ზეგავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ დებატებზე უკრაინაში, საქართველოში და თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს ლეგიტიმურია, ამაზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ მეორე მხრივ, რუსები, რომელთაც სურთ გავლენის სფეროები, ზუსტად იმავეს აკეთებენ. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ კანდიდატ ქვეყნებში სოციალურ მოძრაობებს და არ მივანიჭოთ პრიორიტეტი ჩვენს კორპორაციულ ინტერესებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის საქართველოში, რომ პროტესტი გამოხატოს დემონსტრანტებთან ერთად. თუ რუსები გააკეთებენ ამას, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის მიუღებელი ჩარევა და ეს სწორია, მაგრამ თუ ამას ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის დემოკრატიის მხარდაჭერა. შესაძლოა, ორმაგი სტანდარტი იყოს ის, როგორ ვუყურებთ ამ რაღაცებს“, – განაცხადა მარკ ბოტენგამ.

აღნიშნულის პასუხად კი დევიდ მაკკალისტერმა განაცხადა: „ჩვენ მკაფიოდ განსხვავებული პოზიცია გვაქვს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატ ქვეყნებში ჩარევაზე, უპირველეს ყოვლისა, მე ევროკავშირის ქვეყნებზე არ ვიფიქრებდი. ეს ქვეყნები წალეკილია მავნე რუსული ჩარევით, ყალბი ამბებით, პროპაგანდით. ისინი ცდილობენ დემოკრატიის დესტაბილიზაციას. და მე ვფიქრობ, რომ თქვენი პოლიტიკური ჯგუფი უფრო მეტად უნდა იყოთ დაკავებული ამ საშინელ, რუსულ მავნე ზეგავლენასთან გამკლავებით, რომელიც გვაქვს ევროპაში“.





მსგავსი სიახლეები
ევროპარლამენტარი, AFD-ის წევრი ირმჰილდ ბოსფორდი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ აღწერს "ქართული ოცნების" დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას, ქართველი ხალხი გაბედულად აგრძელებს ბრძოლას ევროპული მომავლისთვის-მამუკა ხაზარაძე
,,ხანდახან როგორც საუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, არის რუსეთის ლოგიკის მსგავსი''- ევროპარლამენტარი მარკ ბოტენგა
,,საქართველომ დააფიქსირა ძლიერი ეკონომიკური ზრდა - მშპ-ის ზრდამ 2024 წელს 9.4% შეადგინა''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს პირველი არხის განცხადება
,,ამაზე უნდა დაფიქრდნენ ეს ადამიანები, როგორ სწირავენ მათ ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
,, ევროკავშირის დემონიზაციის მაგივრად, საქართველოს ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ინტეგრაციის გზას'' - პაველ ჰერჩინსკი
"კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, 71 წლის იქნება ეს თუ 31 წლის"- გია ვოლსკი
,,როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არც საქართველოში, არც - სხვაგან''- პაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში გადასცა
,,ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები''- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოში LGBTIQ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა დიდწილად არასაკმარისია''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა- შალვა პაპუაშვილი
"არ მგონია რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ზოგადად მოსახლეობისთვის''- დავით ქართველიშვილი
,, ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ვითხოვთ მეტ სიცხადეს, თუ რისთვის და რა მიზნით იხარჯება თანხები''- ანდრაშ ლასლო
,,როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება''- რასა იუკნევიჩიენე
რეალისტები უნდა ვიყოთ, "ქართული ოცნება"არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, ზომები, რომელთა მიღება შეგვიძლია, არის პასუხისმგებელ პირთათვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა -რასა იუკნევიჩიენე
ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი ძალისხმევით მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხებს -ლი ციანი
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა