ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ აღწერს "ქართული ოცნების" დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას, ქართველი ხალხი გაბედულად აგრძელებს ბრძოლას ევროპული მომავლისთვის-მამუკა ხაზარაძე

ევროკომისიის დღევანდელი ანგარიში მკაფიოდ აღწერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას, – ამის შესახებ პარტია „ლოლო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.

 

მისივე თქმით, ქართველი ხალხი გაბედულად აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის.

 

„ევროკავშირის კომისიის გაფართოების დღევანდელი ანგარიში ეჭვს არ ტოვებს – ის მკაფიოდ აღწერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას და მიზანმიმართულ ნაბიჯებს პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად.

 

„კომისია საქართველოს მხოლოდ სახელით მიიჩნევს კანდიდატ ქვეყნად“, – ეს განცხადება ასახავს ბიძინა ივანიშვილის პრორუსული საგარეო პოლიტიკისა და ავტორიტარული საშინაო მმართველობის ტრაგიკულ შედეგს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული არჩევანის მქონე ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებასა და მისწრაფებებს.

 

ქართველი ხალხი გაბედულად აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის.

 

ევროკავშირმა და ჩვენმა დემოკრატიულმა პარტნიორებმა მტკიცე პასუხი უნდა გასცენ ამას, დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიზანმიმართული შეზღუდვების დაწესების გზით.

 

ჩვენი გზა ნათელია – საქართველოს მომავალი ევროპაშია და არა რუსული სტილის ავტორიტარიზმის ჩრდილქვეშ“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელ X-ზე.

 

ევროკომისიამ დღეს გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში, სადაც, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

 





მსგავსი სიახლეები
ევროპარლამენტარი, AFD-ის წევრი ირმჰილდ ბოსფორდი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ აღწერს "ქართული ოცნების" დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას, ქართველი ხალხი გაბედულად აგრძელებს ბრძოლას ევროპული მომავლისთვის-მამუკა ხაზარაძე
,,ხანდახან როგორც საუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, არის რუსეთის ლოგიკის მსგავსი''- ევროპარლამენტარი მარკ ბოტენგა
,,საქართველომ დააფიქსირა ძლიერი ეკონომიკური ზრდა - მშპ-ის ზრდამ 2024 წელს 9.4% შეადგინა''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს პირველი არხის განცხადება
,,ამაზე უნდა დაფიქრდნენ ეს ადამიანები, როგორ სწირავენ მათ ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
,, ევროკავშირის დემონიზაციის მაგივრად, საქართველოს ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ინტეგრაციის გზას'' - პაველ ჰერჩინსკი
"კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, 71 წლის იქნება ეს თუ 31 წლის"- გია ვოლსკი
,,როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არც საქართველოში, არც - სხვაგან''- პაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში გადასცა
,,ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები''- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოში LGBTIQ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა დიდწილად არასაკმარისია''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა- შალვა პაპუაშვილი
"არ მგონია რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ზოგადად მოსახლეობისთვის''- დავით ქართველიშვილი
,, ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ვითხოვთ მეტ სიცხადეს, თუ რისთვის და რა მიზნით იხარჯება თანხები''- ანდრაშ ლასლო
,,როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება''- რასა იუკნევიჩიენე
რეალისტები უნდა ვიყოთ, "ქართული ოცნება"არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, ზომები, რომელთა მიღება შეგვიძლია, არის პასუხისმგებელ პირთათვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა -რასა იუკნევიჩიენე
ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი ძალისხმევით მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხებს -ლი ციანი
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა