თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
თიბისის მხარდაჭერით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივით, ახალი თაობის მხარდასაჭერად და ქვეყნის ტექეკოსისტემის გასაძლიერებლად, „საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი“ დაფუძნდა.
ჰაბის მიზანია ქვეყნის მასშტაბით მოტივირებული მოსწავლეების აღმოჩენა და მხარდაჭერა, მათი ჩართვა ინფორმატიკის და ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმომადგენლობის გაძლიერება და ახალ თაობაში ტექნოლოგიური უნარების გაძლიერება.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობას და მომზადებას შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე:
- ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI)
- ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI)
- ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI)
- საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO)
აგრეთვე, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის (IOI) ჰაბი უზრუნველყოფს მოსამზადებელი ბანაკების ორგანიზებას და ჩართული იქნება ეროვნული ნაკრების ოლიმპიადაზე ასპარეზობამდე საჭირო პროცესში.
ჰაბის ფარგლებში BTU კოორდინაციას გაუწევს მოსწავლეთა და ახალგაზრდების მომზადებას, ეროვნული ნაკრების შერჩევას და მათ მონაწილეობას საერთაშორისო მასშტაბის ოლიმპიადებში. პროექტი ხელს შეუწყობს ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს ტექნოლოგიური განათლების პოტენციალს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 2000 წლიდან იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადაში და უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საერთაშორისო არენაზე - მსოფლიო ოლიმპიადაზე მოპოვებულია 7 ოქროს, 13 ვერცხლის და 43 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2 საპატიო დიპლომი; ქალების ევროპის ოლიმპიადაზე - 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი; ხოლო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე - 2 ოქროს, 4 ვერცხლის, 20 ბრინჯაოს მედალი და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობის ტიტული.
პროექტის მთავარი მხარდამჭერია თიბისი. განათლებაა ის ძალა, რომელიც მომავალს ქმნის, ამიტომ თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალ თაობაში ტექნოლოგიური განათლების განვითარებას და ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.
პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და დეველოპერული კომპანია ბლოქსი.
(R)
მსგავსი სიახლეები
"გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები"-ვახტანგ ცინცაძე
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება პრიორიტეტულია -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ნოემბერს
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
"ჩინეთის მხარესთან გავაფორმეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომელთა ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გამყარდება"-მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან -ირაკლი კობახიძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ნოემბერს
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით-რევაზ სოხაძე
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში
კომპანია Eagle Hills - ის პროექტს უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება საქართველოს ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე -მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა სამი მილიარდით იზრდება
რთველი 2025-ის ფარგლებში რეკორდული რაოდენობის, 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 ნოემბრისთვის
ჩინეთის იმპორტის გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ -ირაკლი ნადარეიშვილი
რას მოიტანს საქართველოსთვის ეს ინვესტიცია? -ირაკლი გოგავა Emaar-ის $6,5-მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ