პატრიარქმა არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი წარდგინებით ეპარქიულმა კომისიამ მიმართა.


როგორც პატრიარქის ბრძანებაშია ნათქვამი, არქიმანდრიტს მღვდელმოქმედების უფლება ეკრძალება ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და, ზოგადად, ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის.


„სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი. სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს", - ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში.

 

ცნობისთვის, არქიმანდრიტი ილია თოლორაია დღეს საპატრიარქოში იყო დაბარებული. მისგან მღვდელმთავრები მონანიებას ითხოვდნენ. საპატრიარქოს დატოვების შემდეგ კი არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ მონანიებას არ აპირებს და პატრიარქთან ითხოვს შეხვედრას.





მსგავსი სიახლეები
GM PHARMA ევროპაში
განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი – არქიმანდრიტი ილია მეუფე შიოს
გეკა გელაძემ კახეთში საპოლიციო ღონისძიებისას დაჭრილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი მოინახულა
პატრიარქმა არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა
მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ის ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია-პაატა იმნაძე
5 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დევნილი ვეტერანების მხარდასაჭერად ახალი ინიციატივები იგეგმება
მარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა
ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა
4 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"მე მომავალში" - საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება
ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ მორიგი საქველმოქმედო აქცია იმერეთის რეგიონში ჩაატარა
3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს
ომის ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს ქამარს დაეუფლა
,,უფალო შემინდე – ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ''- დოროთე ყურაშვილი