განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი – არქიმანდრიტი ილია მეუფე შიოს

 არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ, რომელიც საპატრიარქოში მის მიერ გამოთქმული განცხადებების გამო იყო დაბარებული, საპატრიარქო დატოვა.


"მეუფე შიომ მითხრა, რომ რა განცხადებებიც გავაკეთე, ეს იყო ეკლესიის, პატრიარქის შეურაცხყოფა და ეს უნდა მოინანიოო"-განუცხადა ჟურნალისტებს  არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ.
 მისი თქმით, მას სხდომაზე არ მისცეს სიტყვის ბოლომდე თქმის საშუალება, "ფაქტობრივად გამოაგდეს".


„შევედი საპატრიარქოში. ოთახში იყო მეუფე შიო, მეუფე თეოდორე, მამა მიქაელ ბოტკოველი. მეუფე შიომ მითხრა, რომ რა განცხადებებიც გავაკეთე, ეს იყო ეკლესიის, პატრიარქის შეურაცხყოფა და ეს უნდა მოინანიოო. თავიდან საუბარსაც არ მაცდიდნენ და ჩემგან ითხოვდნენ ერთ სიტყვას „მოინანიე და გადი". მე არ გავჩერდი და ვთხოვე მათქმევინეთ სიტყვა -მეთქი. ის, რაც ვთქვი მე, „ეგზარქოსი", მანამდე მამა დოროთემ თქვა, რომ „თქვენ ხართ რუსეთისგან მოგზავნილები", ამიტომ მე რაც ვთქვი ამას ავხსნი-მეთქი. მამა დოროთეზე მითხრეს, რომ სინანული უნდა გამოხატოსო. ბოლოს თქვეს, რომ ან „მოინანიე ან ზომებს მივიღებთო". მე ვუთხარი, რომ ჩემ გარეშე პატრიარქთან არ შეხვიდეთ-მეთქი. ბოლოს შემოდის მამა ანდრია და მეუბნება, გადი გარეთო. 


ვუთხარი რა ხდება, რა არის მეთქი?!... ფაქტობრივად გამომაგდეს. ბოლომდე არ მასაუბრეს. გამოსვლის დროს მიჯიკავა და ხელით მაწვება. ვუთხარი რატომ მიჯიკავებ ხელით-მეთქი. თან ისეთი ტონით მესაუბრება, ალბათ უშიშროებაში ისწავლა. მე ხელი არ მიმიბრუნებია. ვიდექი და ვთხოვე, რატომ მკრავ ხელს-მეთქი?! მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ! მე განვმტკიცდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი, მეუფე შიო. არ მოვინანიებ არასდროს! მე პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას", - განაცხადა არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ.


 მისივე ინფორმაციით, ის საპატრიარქოში პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ და ასევე, მეუფე თეოდორემ დაიბარა.


 ის საპატრიარქოში მის მოძღვართან ერთად, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან ერთად მივიდა, თუმცა შენობაში თავად არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არ შეუშვეს და შეხვედრას მხოლოდ არქიმანდრიტი ილია თოლორაია დაესწრო. საპატრიარქოსთან მცირე სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილსა და საპატრიარქოს უსაფრთხოების თანამშრომლებს შორის. სამღვდელო პირი ითხოვდა საპატრიარქოში შესვლას, რის უფლებასაც უსაფრთხოების თანამშრომლები არ აძლევდნენ. 





მსგავსი სიახლეები
GM PHARMA ევროპაში
განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი – არქიმანდრიტი ილია მეუფე შიოს
გეკა გელაძემ კახეთში საპოლიციო ღონისძიებისას დაჭრილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი მოინახულა
პატრიარქმა არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა
მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ის ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია-პაატა იმნაძე
5 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დევნილი ვეტერანების მხარდასაჭერად ახალი ინიციატივები იგეგმება
მარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა
ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა
4 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"მე მომავალში" - საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება
ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ მორიგი საქველმოქმედო აქცია იმერეთის რეგიონში ჩაატარა
3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს
ომის ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს ქამარს დაეუფლა
,,უფალო შემინდე – ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ''- დოროთე ყურაშვილი