GM PHARMA ევროპაში
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA აგრძელებს პარტნიორების მოძიებასა და სწრაფვას სტრატეგიული მიზნისკენ – საქმიანობის გაფართოება ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში.
საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ მონაწილეობა მიიღო ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაში – CPHI, რომელიც წელს გერმანიაში, ქ. ფრანქფურტში, Messe Frankfurt საგამოფენო სივრცეში გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება სამ ათწლეულზე მეტია იმართება და წარმოადგენს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ინოვაციების, მონაცემთა და ტექნოლოგიების გაცვლის ყველაზე დიდ პლატფორმას. ის მსოფლიოს მასშტაბით ფარმაცევტული პროდუქციისა და აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების მწარმოებლებს, ასევე სხვადასხვა სერვისის მომწოდებელ და შემსყიდველ კომპანიებს აკავშირებს ერთმანეთთან და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარებაში.
GM PHARMA მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან, რომელიც აღნიშნულ საერთაშორისო ფორუმზე, ტრადიციულად, წელსაც საკუთარი სტენდით წარდგა.

გამოფენას 2 400 ექსპონენტი, 62 000 სტუმარი და 250-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი-სპიკერი სტუმრობდა, მსოფლიოს თითქმის 160-ზე მეტი ქვეყნიდან.
გამოფენის ფარგლებში, GM PHARMA-ს წარმომადგენლებმა არაერთი წარმატებული სამუშაო შეხვედრა გამართეს ამჟამინდელ თუ პოტენციურ პარტნიორებთან – განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სალიცენზიო შეთანხმებებისა და საკონტრაქტო წარმოების, ფორმულაციისა და ანალიტიკური განვითარების, ტექნოლოგიური ტრანსფერის შესაძლებლობებზე.

გამოსარჩევია შეხვედრა გერმანული კომპანია actrevo GmbH-ის წარმომადგენლებთან. 10-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია პარტნიორობას უწევს GM PHARMA-ს რეგულატორული პროცესების სწორად უზრუნველყოფის, ევროკავშირის ბაზარზე ბიზნესის განმტკიცებისა და ტერიტორიული ექსპანსიის მიმართულებით.
GM PHARMA-ს მთავარ ფასეულობას პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს, რაც გულისხმობს კომპანიის პრეპარატებით მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას. GM PHARMA-ს მიზანია, მის მიერ განვითარებული მედიკამენტებით, მოახდინოს ჯანდაცვისათვის აქტუალური სხვადასხვა პათოლოგიის პრევენცია, მკურნალობა და ფარმაცევტულ ბაზრებზე არსებული თერაპიული საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება.
სწორედ ამიტომ, კომპანიის კვლევა-განვითარების დეპარტამენტში (R&D) ამჟამად 18 ახალ მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა თერაპიული მიმართულებით მკურნალობის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას. ასევე იგეგმება 30-ზე მეტი ახალი პრეპარატის დამატება, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს GM PHARMA-ს პორტფელსა და შესაძლებლობებს სამედიცინო გამოწვევების ეფექტური მართვისთვის.
ამჟამად, GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 14 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნებში, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.
GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!
(R)
მსგავსი სიახლეები
GM PHARMA ევროპაში
განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი – არქიმანდრიტი ილია მეუფე შიოს
გეკა გელაძემ კახეთში საპოლიციო ღონისძიებისას დაჭრილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი მოინახულა
პატრიარქმა არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა
მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ის ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია-პაატა იმნაძე
5 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დევნილი ვეტერანების მხარდასაჭერად ახალი ინიციატივები იგეგმება
მარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა
ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა
4 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"მე მომავალში" - საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება
ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ მორიგი საქველმოქმედო აქცია იმერეთის რეგიონში ჩაატარა
3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს
ომის ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს ქამარს დაეუფლა
,,უფალო შემინდე – ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ''- დოროთე ყურაშვილი