ირაკლი კობახიძე შანხაის მერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შანხაის მერს, კუნგ ჭენგს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა შანხაის მერს საქართველოს დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
პრემიერ-მინისტრმა შანხაის მერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„შანხაი ჩინეთის პროგრესისა და მოდერნიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. შთამბეჭდავია იმის ხილვა, თუ როგორ ვითარდება ჩინეთი სხვადასხვა სექტორში. ჩვენ ჩინეთთან თანამშრომლობის გაძლიერებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ ჩვენი ურთიერთობები სრულიად სხვა ეტაპზე გადაიყვანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელშესახებ და პრაქტიკულ შედეგებს მივაღწიოთ ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, რამდენადაც, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ჩინეთს ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება შანხაის მერმა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ჩინეთი და საქართველო ყოველთვის კარგი მეგობრები და პარტნიორები იყვნენ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ჩვენი ორი ქვეყანა ყოველთვის პატივს სცემდა და ენდობოდა ერთმანეთს. ამის შედეგად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დღეს განვითარების ძალიან პოზიტიურ ეტაპზეა. როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა პრეზიდენტ ყაველაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნა, ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან, რათა კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი ტრადიციული მეგობრობა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, ასევე ხელი შეუწყოს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას ორი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩინეთი საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამის დასტურია ისიც, რომ შანხაი და თბილისი დამეგობრებული ქალაქები გახდნენ. ეს მოგვცემს საშუალებას, ხელი შევუწყოთ ორმხრივად სასარგებლო და პრაგმატული თანამშრომლობის გაღრმავებას", - აღნიშნა კუნგ ჭენგმა.
შეხვედრას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
მსგავსი სიახლეები
შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო-ალეკო ელისაშვილი
ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ კით სელფს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი - შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია
,,ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს''- ანა წითლიძე
"ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს"- პრემიერი
არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება -ირაკლი კობახიძე
"ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით''- პრემიერი
,,ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ''- პრემიერი
მოვუწოდებთ ევროკავშირს, "ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი-გიორგი შარაშიძე
გვეუბნებიან, რომ სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს "ვეტინგით", ანუ ჩვენ რა ვართ, ნოტარიუსი?-ირაკლი ქადაგიშვილი
,,ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები''- ირაკლი კობახიძე
"ნაციონალები" როდესაც ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია-ირაკლი კობახიძე
,,ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ''- ირაკლი კობახიძე
დიდი იმედი გვაქვს, ევროკავშირში ვითარება შეიცვლება და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, რითაც მომავალში იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები -ირაკლი კობახიძე
არ ეშვება ბრიუსელში კოლექტიური ბიუროკრატია იმაზე ფიქრს, რადიკალური ოპოზიცია დააბრუნოს ხელისუფლებაში -ირაკლი კობახიძე
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებზე ბრალდებები უსაფუძვლო იყო-ცესკო
გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი კობახიძე შანხაის მერს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ, ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა