დიდი იმედი გვაქვს, ევროკავშირში ვითარება შეიცვლება და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, რითაც მომავალში იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები -ირაკლი კობახიძე
დიდი იმედი გვაქვს, რომ ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სურს, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედს გამოთქვამს, რომ მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში.
„ძალიან დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც. სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა, როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ისე, ზოგადად ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა.
იგივე, როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს. ეს ყველაფერი ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი შეიცვლება.
ჩვენ გვსურს 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი მაქვს, მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში. დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა", - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას აქვს მარტივი სტანდარტი - თუ არჩევნები არ აბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", ასეთ არჩევნებს არ აქვს მათთვის ფასი, თუ გენპროკურორის არჩევის წესი არ არის ისეთი, რომელიც აძლევს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" პროკურატურაზე გავლენის დაბრუნების საშუალებას, ასეთ არჩევის წესსაც არ აქვს ფასი".
კობახიძის თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა ისეთია, რომელიც არ აძლევს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" სასამართლოზე გავლენის დაბრუნების საშუალებას და მათთვის ასეთ კანონმდებლობასაც არ აქვს ფასი.
„ეს არის საერთო მიდგომა. ეს არის ის სტანდარტები, რომლებიც მოქმედებს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობას" ჰქონდა გავლენა სასამართლოზე, პროკურატურაზე. სწორედ ამ გავლენის წყალობით ჩამოაყალიბა თავის დროზე „ნაცმოძრაობამ" სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც იგივე ევროპული ბიუროკრატია ძალიან მყარად მფარველობდა. არ გვინდა ამის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. იმედი გვაქვს, ევროპული ბიუროკრატია ერთხელ და სამუდამოდ აიღებს ხელს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მფარველობაზე და ყველანაირ მცდელობაზე, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნებასთან, მათ შორის, ეს ეხება სასამართლო ხელისუფლებასა და პროკურატურას. საქართველოში აღარასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" გავლენა არც სასამართლოზე, არც პროკურატურაზე, არც პარლამენტზე, არც მთავრობაზე. პირიქით, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა მთლიანად ჩამოვაშოროთ ჩვენს პოლიტიკურ სისტემას. სხვანაირად უბრალოდ ვერ განვითარდება ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო-ალეკო ელისაშვილი
ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ კით სელფს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი - შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია
,,ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს''- ანა წითლიძე
"ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს"- პრემიერი
არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება -ირაკლი კობახიძე
"ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით''- პრემიერი
,,ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ''- პრემიერი
მოვუწოდებთ ევროკავშირს, "ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი-გიორგი შარაშიძე
გვეუბნებიან, რომ სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს "ვეტინგით", ანუ ჩვენ რა ვართ, ნოტარიუსი?-ირაკლი ქადაგიშვილი
,,ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები''- ირაკლი კობახიძე
"ნაციონალები" როდესაც ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია-ირაკლი კობახიძე
,,ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ''- ირაკლი კობახიძე
დიდი იმედი გვაქვს, ევროკავშირში ვითარება შეიცვლება და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, რითაც მომავალში იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები -ირაკლი კობახიძე
არ ეშვება ბრიუსელში კოლექტიური ბიუროკრატია იმაზე ფიქრს, რადიკალური ოპოზიცია დააბრუნოს ხელისუფლებაში -ირაკლი კობახიძე
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებზე ბრალდებები უსაფუძვლო იყო-ცესკო
გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი კობახიძე შანხაის მერს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ, ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა