გვეუბნებიან, რომ სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს "ვეტინგით", ანუ ჩვენ რა ვართ, ნოტარიუსი?-ირაკლი ქადაგიშვილი
ევროკომისიამ თქვას, 2024 წლის არჩევნები იყო თუ არა შემდგარი? თუ იყო, მაშინ რაც ოპოზიციამ გააკეთა, ანტიდემოკრატიული იყო. ვიდრე ამას არ იტყვიან, მანამდე ისინი იქნებიან ხელისუფლების ანტიდემოკრატიული გზით შეცვლის მომხრე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, რადიკალიზაციის წახალისებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო დამხობისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი არ დაგმეს, ეს არის მათი ერთგვარი პროექტის გაგრძელების მცდელობა.
„ვერ მოუნელებიათ, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა მათი კონტროლის ქვეშ არ არის. ეს მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო არჩევნები მყარი გარანტია არ არის, რომ ვიღაცისთვის სასურველი ხელისუფლება მუდამ იქნება. ამიტომ სასამართლო სჭირდებათ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების საფუძველზე, რომ ესა თუ ის არჩევნები უკანონოა, სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ზღაპარია თუ რეალობა? როგორ ჩატარდა არჩევნები რუმინეთში? გამარჯვებული კანდიდატი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხსნეს და არგუმენტი არ ყოფილა. გვეუბნებიან, საქართველოში ფარული დაფინანსება აკრძალეთო. ანუ, საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ღია უნდა იყოს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ თურმე მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსები ფარული უნდა იყოს. რატომ? რათა ფერადი რევოლუციების დაფინანსების კასკადი არსებობდეს და ეს არ იყოს გამჭვირვალე. გამოსავალი არის სიმართლეში.
ევროკომისიამ თქვას, 2024 წლის არჩევნები იყო თუ არა შემდგარი? თუ იყო, მაშინ რაც ოპოზიციამ გააკეთა, ანტიდემოკრატიული იყო. ვიდრე ამას არ იტყვიან, მანამდე ისინი იქნებიან ხელისუფლების ანტიდემოკრატიული გზით შეცვლის მომხრე. გვეუბნებიან, შეეგუეთ იმას, რომ თქვენი არჩევანი საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, ჩვენი პოზიციაა მთავარიო. გვეუბნებიან, სასამართლო თქვენი კონსტიტუციის მიერ არ უნდა დაკომპლექტდეს, არამედ „ვეტინგით", რომელიც არასამთავროებით დაკომპლექტდებაო. ანუ, ჩვენ რა ვართ, ნოტარიუსი? არ შეიძლება, ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ. რომელ დემოკრატიაშია, რომ დაფინანსება გამჭვირვალე არ უნდა იყოს? მთავრობის დონეზე დისკუსიაში არ შემოდიან, ულტიმატუმს გეტყვიან და კარს მოიხურავენ იმ იმედით, რომ საქართველოში დაპირისპირების და არეულობის ახალ ტალღას გამოიწვევენ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო-ალეკო ელისაშვილი
ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ კით სელფს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი - შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია
,,ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს''- ანა წითლიძე
"ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს"- პრემიერი
არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება -ირაკლი კობახიძე
"ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით''- პრემიერი
,,ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ''- პრემიერი
მოვუწოდებთ ევროკავშირს, "ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი-გიორგი შარაშიძე
გვეუბნებიან, რომ სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს "ვეტინგით", ანუ ჩვენ რა ვართ, ნოტარიუსი?-ირაკლი ქადაგიშვილი
,,ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები''- ირაკლი კობახიძე
"ნაციონალები" როდესაც ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია-ირაკლი კობახიძე
,,ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ''- ირაკლი კობახიძე
დიდი იმედი გვაქვს, ევროკავშირში ვითარება შეიცვლება და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, რითაც მომავალში იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები -ირაკლი კობახიძე
არ ეშვება ბრიუსელში კოლექტიური ბიუროკრატია იმაზე ფიქრს, რადიკალური ოპოზიცია დააბრუნოს ხელისუფლებაში -ირაკლი კობახიძე
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებზე ბრალდებები უსაფუძვლო იყო-ცესკო
გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი კობახიძე შანხაის მერს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ, ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა