მოვუწოდებთ ევროკავშირს, "ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი-გიორგი შარაშიძე
ევროკავშირი ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია. ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფოს არსებობა მხოლოდ ევროპულ სივრცეშია შესაძლებელი, „ოცნება" კი მიზანმიმართულად ცდილობს ევროპული სივრციდან დისტანცირებას, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის" წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შარაშიძის თქმით, გახარიას პარტია „მოუწოდებს ევროკავშირს, „ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი".
„პარტია „გახარია საქართველოსთვის" ვეხმაურებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ისტორიულად ყველაზე კრიტიკულ და ნეგატიურ შეფასებებს შეიცავს საქართველოში ბოლო წლებში დაფიქსირებული დემოკრატიული უკუსვლისა და ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებიდან მკვეთრი გადახვევის შესახებ. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც 2021 წელს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, „ოცნებამ" მკვეთრად შეცვალა პროდასავლური კურსი და მიზანმიმართულად დაიწყო საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივის დაზიანება, რამაც მიგვიყვანა იმ სამწუხარო რეალობამდე, როცა საქართველო, რომელიც გიორგი გახარიას ლიდერობის დროს „ასოცირებულ ტრიოში" წამყვანი ქვეყანა იყო და დემოკრატიული წინსვლით გაცილებით ახლოს იდგა ევროკავშირის სტანდარტებთან, დღეს თავად ევროკავშირის მიერ კანდიდატთა შორის ერთადერთი ქვეყანაა უარყოფითი შეფასებით.
ხუთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღის წესრიგში დადგებოდა ევროკავშირის გაფართოების საკითხი და საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი არ იქნებოდა. ევროკავშირის გაფართოების ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოუყენებლობაზე პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ„ოცნებას", რომელიც ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს ძალაუფლების გახანგრძლივებაში ცვლის. სამწუხაროდ, „ოცნების" მიერ ჩადენილ ამ მიზანმიმართულ დანაშაულს სხვა სახელს ვერ დავარქმევთ, თუ არა ღალატს ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინაშე. „ოცნება" კიდევ ერთხელ ცდილობს ჩვენი ევროპელი პარტნიორების გამიზნულ დისკრედიტაციას ქართველი ხალხის თვალში, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს - საკუთარი დანაშაულების დაფარვისა და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ევროკავშირისგან მტრის ხატის შექმნა და ქვეყნის სრული იზოლაცია, რადგან დემოკრატია და „ოცნების" ავტორიტარიზმი სრულ შეუსაბამობაშია ერთმანეთთან.
ევროკავშირი ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია. ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფოს არსებობა მხოლოდ ევროპულ სივრცეშია შესაძლებელი. „ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს ევროპული სივრციდან დისტანცირებას, ამით კი ღირსეულ მომავალს გვიკარგავს, აჩერებს და აფერხებს ქვეყნის განვითარებას და სტრატეგიული ამოცანების მიღწევას. ჩვენი მიზანია, არ მივცეთ „ოცნებას"ევროპული იდეის დისკრედიტაციის საშუალება, საპარლამენტო მუშაობაში დავაბრუნოთ და გავაძლიეროთ ევროპული სტანდარტის დემოკრატიული, ცივილური პოლიტიკა, როგორც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ დანერგილი რადიკალიზაციისა და ძალადობის ჯანსაღი ალტერნატივა. მოვუწოდებთ ევროკავშირს, „ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. „ოცნებას" კი შევახსენებთ, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის დაკარგვის მზაკვრულ მცდელობაზე ქართველი ხალხი და ისტორია საკადრის პასუხს გაგცემთ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მსგავსი სიახლეები
შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო-ალეკო ელისაშვილი
ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ კით სელფს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი - შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია
,,ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს''- ანა წითლიძე
"ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს"- პრემიერი
არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება -ირაკლი კობახიძე
"ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით''- პრემიერი
,,ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ''- პრემიერი
მოვუწოდებთ ევროკავშირს, "ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი-გიორგი შარაშიძე
გვეუბნებიან, რომ სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს "ვეტინგით", ანუ ჩვენ რა ვართ, ნოტარიუსი?-ირაკლი ქადაგიშვილი
,,ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები''- ირაკლი კობახიძე
"ნაციონალები" როდესაც ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია-ირაკლი კობახიძე
,,ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ''- ირაკლი კობახიძე
დიდი იმედი გვაქვს, ევროკავშირში ვითარება შეიცვლება და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, რითაც მომავალში იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები -ირაკლი კობახიძე
არ ეშვება ბრიუსელში კოლექტიური ბიუროკრატია იმაზე ფიქრს, რადიკალური ოპოზიცია დააბრუნოს ხელისუფლებაში -ირაკლი კობახიძე
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებზე ბრალდებები უსაფუძვლო იყო-ცესკო
გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი კობახიძე შანხაის მერს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ, ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა