"ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით''- პრემიერი
ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხით ხორციელდება ქვეყანაში.
„ინვესტიციის კუთხით არის უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, 6,5 მილიარდ დოლარზეა საუბარი. ასეთ დროს, როდესაც ახერხებენ სპეკულირებას, ეს არის ყველაფერზე მეტყველი ფაქტი. თავიდან „ლელომ" აწია ეს კამპანია, მეორე არის „ალტ ინფო". ჯერ ვიფიქრე, რომ „ლელო" დაეშვა „ალტ ინფოს" დონეზე, მერე ვიფიქრე, რომ „ალტ ინფო" დაეშვა „ლელოს" დონემდე, საბოლოო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე, რომ ორივე არის ფსკერზე. ასეთია ამ ადამიანების რეალური სახე. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა, 6,5 მილიარდ დოლართან დაკავშირებითაც ახერხებენ სპეკულირებას, გარკვეულ ეტიკეტებს იყენებენ ამასთან დაკავშირებით, თითქოს უცხოელების ქალაქები შენდება საქართველოში და ა.შ. ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება ბინის რეალიზაციას უცხოელებზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცხოელი ავტომატურად იღებს საქართველოში ცხოვრების უფლებას. ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ წლიურად 15 ათასი ბინა იყიდება უცხოელებზე, თუმცა ერთია ბინების რეალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ამ კონკრეტული მშენებლობის სექტორის განვითარებისთვის და მეორეა, ვინ იღებს და ვინ არ იღებს საქართველოში ბინადრობის ნებართვას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ინვესტიცია ავტომატურად არ ნიშნავს ბინადრობის ნებართვას.
„ყველაფერს აკონტროლებს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, სასპეკულაციო არაფერია. სამარცხვინოა, რომ ვუსმენდი. მემგონი, თავადაც რცხვენოდა ხაზარაძეს, როცა ლაპარაკობდა ასეთი სპეკულაციებით ამ პროექტთან დაკავშირებით. კაცი ბიზნესმენია, მას რეალურად ყველაზე კარგად ესმის, რომ არავითარი მინუსი არ აქვს ამ პროექტს და არის ძალიან დიდი პლუსი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად მისი განვითარებისთვის და ასეთ დონემდე დაამდაბლეს, რომ ასეთი სპეკულაციებით ალაპარაკებენ 6,5 მილიარდ-დოლარიან ინვესტიციაზე კაცს, რომელსაც ერთ დროს ერქვა ბიზნესმენი. სამარცხვინოა, „ლელო" დაეშვა „ალტ ინფოს" დონემდე, „ალტ ინფო" -„ლელოს" დონემდე, ორივე არის ფსკერზე, სინამდვილეში ეს არის ორივეს მდგომარეობა. რეალურად ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით, ეს არის ჩვენი საერთო პოლიტიკა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო-ალეკო ელისაშვილი
ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ კით სელფს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი - შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია
,,ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს''- ანა წითლიძე
"ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს"- პრემიერი
არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება -ირაკლი კობახიძე
"ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით''- პრემიერი
,,ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ''- პრემიერი
მოვუწოდებთ ევროკავშირს, "ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი-გიორგი შარაშიძე
გვეუბნებიან, რომ სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს "ვეტინგით", ანუ ჩვენ რა ვართ, ნოტარიუსი?-ირაკლი ქადაგიშვილი
,,ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები''- ირაკლი კობახიძე
"ნაციონალები" როდესაც ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია-ირაკლი კობახიძე
,,ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ''- ირაკლი კობახიძე
დიდი იმედი გვაქვს, ევროკავშირში ვითარება შეიცვლება და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, რითაც მომავალში იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები -ირაკლი კობახიძე
არ ეშვება ბრიუსელში კოლექტიური ბიუროკრატია იმაზე ფიქრს, რადიკალური ოპოზიცია დააბრუნოს ხელისუფლებაში -ირაკლი კობახიძე
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებზე ბრალდებები უსაფუძვლო იყო-ცესკო
გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი კობახიძე შანხაის მერს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ, ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა