"პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას არ ჩქარობს-რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს"-Corriere della Sera
იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერაში“ (Corriere della Sera) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას არ ჩქარობს: რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს" (ავტორი - მარკო იმარიზიო). "სამწუხაროდ, უკრაინის არმია დამარცხებისთვისაა განწირული", - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.
გთავაზობთ სტატიას უმნიშვნელო შემოკლებით:
კრემლი არ ისწრაფვის ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ახალი შეხვედრისათვის და თვლის, რომ ამის აუცილებლობა არ არის. მოსკოვი დარწმუნებულია, რომ მისი არმია მალე დაიკავებს ქალაქ კრასნოარმეისკს (პოკროვსკს) და უკრაინის არმიას გამანადგურებელ მარცხს მიაყენებს.
კრემლის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, რა თქმა უნდა, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა „თეორიულად შესაძლებელია“, მაგრამ მოცემული მომენტისათვის სამიტის „სასწრაფო აუცილებლობა არ არსებობს“. როგორც მან აღნიშნა რუსული საინფორმაციო სააგენტოსადმი მიცემულ ინტერვიუში, „ამჟამად აქტიური მუშაობაა საჭირო არა შეხვედრის ორგანიზების მიზნით, არამედ უკრაინასთან იმ შეთანხმების დადებისათვის, რომლის პირობები უკვე დიდი ხანია ცნობილია“.
თუმცა არც შეთანხმების დადებაა მაინცდამაინც საჩქარო - რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, პოკროვსკის აღება და კიევის არმიის დამარცხება ფრონტის ამ უბანზე რაღაც ბუნდოვან იმედს კი არა, არამედ გარდაუვალ და უცილობელ ფაქტს წარმოადგენს.
გავიხსენოთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გამოჩენა ალასკის სამიტზე უჩვეულო ჩაცმულობით - სვიტერით, რომელსაც რუსული წარწერა «СССР» „ამშვენებდა“. ქვეყნის მთავარ დიპლომატს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ანკორიჯში მიმდინარე საცირკო წარმოდგენას იგი სერიოზულად არ უყურებს. მოგვიანებით განვითარებულმა პროცესებმა მინისტრის სიმართლე დაამოწმეს - ალასკის შეხვედრა ფაქტიურად უშედეგო გამოდგა. შესაძლოა პრეზიდენტების რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ იმ მომენტში არ გაამხილეს, მაგრამ ახლა უკვე საკმაო დრო გავიდა და კონფლიქტის ირგვლივ რაიმე ახალი წინადადება ჯერ არ გახმიანებულა.
ამგვარი ჩიხური სიტუაციის მიზეზი მარტივი იყო და ახლაც ასეთად რჩება: როგორც ბევრი ექსპერტი ამბობს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რუსეთს არ აქვს განზრახული მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. კრემლი იმედოვნებს, რომ ომში გაიმარჯვებს. ამ საკითხში მოსკოვის მხრიდან რაიმე ორაზროვანი მიდგომა არ ჩანს: „ჯერ ვნახოთ, რით დასრულდება ომი დონბასში, შემდეგ კი ვილაპარაკოთ“.
სტამბოლში, ერ-რიადში და ანკორიჯში გამართული საშუამავლო თუ ორმხრივი შეხვედრებით რუსეთის პოზიცია ერთი მილიმეტრითაც კი არ წაწეულა. რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებებში იმიტომ მონაწილეობდა, რომ ორი მიზანი შეესრულებინა - როგორმე დრო მოეგო და თავისი უარით ამერიკელი პარტნიორები არ გაეღიზიანებინა. ეს თავიდანვე აშკარად შესამჩნევი იყო.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც არაფერი ესმის ან ისეთ სახეს იღებს, რომ ვერაფერს გებულობს, არის თეთრი სახლის ბინადარი. ბუდაპეშტის სამიტის გაუქმების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა გარკვეული გაღიზიანებული ტონით თქვა, რომ მას აშშ-ის ლიდერმა თვითონ შესთავაზა შეხვედრა და ახლა თვითონვე აუქმებსო. სერგეი ლავროვმა კი კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის სამომავლო ურთიერთობა ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული და იქვე მიანიშნა, რომ რუსეთს ამგვარი შეხვედრები მაინცდამაინც არ აინტერესებს.
რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვლადიმერ პუტინის მოქმედების გაგება ძნელია, მაგრამ დონალდ ტრამპისა - კიდევ უფრო მეტად რთული.
მსგავსი სიახლეები
"პუტინმა რუს რეზერვისტებს უკრაინული დრონებისაგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების დაცვა დაავალა"-The Daily Telegraph
"ტურიზმი ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული საყრდენია" - Kuwait Times
"პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას არ ჩქარობს-რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს"-Corriere della Sera
ილონ მასკის "გროკიპედია" მილიარდერის პირად ამბიციებს ემსახურება -Financial Times
ევროკავშირი აცხადებს, რომ უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრედიტით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ კიევი რუსული აქტივების ნაწილს - 140 მილიარდ ევროს მიიღებს-Politico
"ციმბირის ბრიტანული სამეფო ანალოგი": სად "გადაასახლეს" ენდრიუ, რომელიც პრინც-ჰერცოგი აღარ არის"-BBC
"ზელენსკის მიმართ ტრამპის ამომრჩევლების კეთილგანწყობა მატულობს"-The Wall Street Journal
"დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ:"გასაოცარი საუბარი", "შეფასება - 12 ქულა 10-დან", ტარიფები შემცირდება", "უკრაინაზე ერთად ვიმუშავებთ"-BBC
"უკრაინა ორ თვეში თითქმის 100 ათასმა ახალგაზრდამ დატოვა: რას ჩივიან გერმანელები?"-The Daily Telegraph
"გააფთრებული ბრძოლები პოკროვსკის ქუჩებში: ალყაშია თუ არა უკრაინის არმიის ციტადელი?"-The New York Times
"რუსეთმა პოკროვსკის თავდაცვა გაარღვია: რას ნიშნავს ეს უკრაინისათვის"-Politico
"დონალდ ტრამპი - უკრაინის ერთადერთი იმედი მშვიდობისათვის"-The American Conservative
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბრალად საკუთარ ბინაში 6.5 მილიონი დოლარის შენახვა ედება -BBC
სუს-მა თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
"რესპუბლიკურ" პარტიასთან დაახლოებული დონორი საქართველოს მიმართ ზეწოლის კანონპროექტს ეწინააღმდეგება-Reuters
"ხედვა "შუა დერეფნის" ფარგლებს მიღმა:საქართველო,სომხეთი და აზერბაიჯანი რეგიონის დაკავშირებადობას აფართოებენ"-Kuwait Times
"ევროპა და უკრაინა, რუსეთთან ომის შეწყვეტის მიზნით, 12-პუნქტიან წინადადებას ამზადებენ" - Bloomberg
"ღაზადან უკრაინამდე: დონალდ ტრამპი, შესაძლოა, მშვიდობის ყველაზე ერთგული დამცველია,რისთვისაც იგი მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებს"-The Guardian
"ტრამპმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინას "გაანადგურებს", თუ ზავზე "ახლავე"არ დათანხმდება"-The Sun
"მოსკოვიდან ბუდაპეშტში: რამდენად შესაძლებელია პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება ან მისი დაპატიმრება. სამი ვარიანტი"-The Daily Telegraph