ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.
საერთაშორისო გამოფენაში საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მსგავსი სახის მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობის მნიშვნელობას ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, გაფართოება ჩინეთის მიმართულებით, ზოგადად, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. გავესაუბრეთ ქართველ მეწარმეებს და მათი მხრიდანაც მოვისმინეთ, რომ არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოს მრავალფეროვან ტრადიციებს, კულტურას, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ასევე ქართულ სამზარეულოს და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის მასტერკლასებში. ქართული საგამოფენო სივრცეები სტუმრებს ღვინის დეგუსტაციას და კულტურულ ღონისძიებებსაც სთავაზობს.
საერთაშორისო გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
საქართველო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მერვედ მონაწილეობს. გამოფენას ყოველწლიურად 150 ქვეყნიდან 200 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
მსგავსი სიახლეები
"გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები"-ვახტანგ ცინცაძე
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება პრიორიტეტულია -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ნოემბერს
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
"ჩინეთის მხარესთან გავაფორმეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომელთა ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გამყარდება"-მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან -ირაკლი კობახიძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ნოემბერს
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით-რევაზ სოხაძე
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში
კომპანია Eagle Hills - ის პროექტს უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება საქართველოს ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე -მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა სამი მილიარდით იზრდება
რთველი 2025-ის ფარგლებში რეკორდული რაოდენობის, 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 ნოემბრისთვის
ჩინეთის იმპორტის გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ -ირაკლი ნადარეიშვილი
რას მოიტანს საქართველოსთვის ეს ინვესტიცია? -ირაკლი გოგავა Emaar-ის $6,5-მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ