"პუტინმა რუს რეზერვისტებს უკრაინული დრონებისაგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების დაცვა დაავალა"-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 6 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინმა რუს რეზერვისტებს უკრაინული დრონებისაგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების დაცვა დაავალა“ (ავტორი - ანტონია ლენგფორდი). რას ემსახურება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი? - პუბლიკაციაში ამ კითხვაზეა პასუხი გაცემული.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

 ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის რეზერვისტებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაცვა დაავალა უკრაინული დრონების შეტევებისაგან, რომლებიც რუსულ ენერგო ობიექტებს დაზიანება-განადგურებით ემუქრებიან.

რუსეთის პრეზიდენტმა 4 ნოემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, კრემლის შეფასებით, დაახლოებით ორი მილიონი რეზერვისტი აღნიშნულ ობიექტებს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სულ უფრო ხშირი თავდასხმებისაგან დაიცავენ.

ბოლო თვეებში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულმა უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში თითქმის 1800 კილომეტრამდე შეაღწიეს და დარტყმები მიაყენეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობბაზებს, მილსადენებს და სატუმბ სადგურებს იმ მიზნით, რომ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უკმაყოფილება და მოსკოვის რეზერვების გამოფიტვა გამოიწვიონ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინული დრონების მიერ შორ მანძილზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ფედერაციის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში საწვავის წარმოება 20%-ით შეამცირეს, თუმცა სხვა დამოუკიდებელ ანალიტიკოსთა შეფასებები პრეზიდენტის განცხადებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ამასთანავე, ისიც ფაქტია, რომ ქარხნებზე თავდასხმებმა რუსეთში ბენზინის დეფიციტი გამოიწვია, შემოღებული იქნა მისი ნორმირებული გაცემა ზოგიერთ რეგიონში, ასევე შეიზღუდა საწვავის ექსპორტიც.

თანამგზავრული ფოტოების ანალიზმა, რომელიც ოქტომბრის თვეში ბრიტანულმა საინფორმაციო ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა“ განახორციელა, აჩვენა, რომ რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ირგვლივ უკრაინული დრონების საწინააღმდეგო ბადეები დაამონტაჟა - ისეთი, როგორიც ფრონტის ხაზის ახლოს გამოიყენება, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ რუსეთი ამ მეთოდით უკრაინის საზღვრიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით სარგებლობს.

კრემლის ჩინოვნიკები ცდილობენ გაჩენილი ეჭვები გაფანტოს იმის თაობაზე, თითქოსდა რეზერვისტები შეიძლება რუსეთის ფარგლებს მიღმა საექსპედიციო ქვედანაყოფებში იქნენ გაგზავნილნი. „მნიშვნელოვანია ერთი მომენტი: კანონში მითითებულია, რომ რეზერვისტები არ იქნებიან ჩართულნი არც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ (ასეთია უკრაინაში მიმდინარე ომის რუსული ევფემიზმი) და არც იმ ამოცანების შესრულებაში, რომლებიც რუსეთის ფარგლებს მიღმა განხორციელდება“, - ამბობს ვლადიმერ ციმლიანსკი, თავდაცვის სამინისტროს მთავარი საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს უფროსის მოადგილე. მისი თქმით, „კანონპროექტი შემუშავდა უკრაინული დრონების გასანეიტრალებლად, რომლებიც სულ უფრო აქტიურად მოქმედებენ რუსეთის სიღრმეში განლაგებული კრიტიკული სამრეწველო ობიექტების წინააღმდეგ“.

მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ნაბიჯის შედეგი, ანუ რეზერვისტთა რიგებში გაწვეული მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო ობიექტებისა და სახელმწიფო საზღვრების დასაცავად იმსახურებენ, გამოათავისუფლებენ (ჩაანაცვლებენ) იმ ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინის ომში, ანუ მოქმედ არმიაში იქნებიან გაგზავნილნი.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი ითვალისწინებს ჯარში - სამხედრო სამსახურში - გაწვევას არა ტრადიციულად გაზაფხულზე და შემოდგომაზე, არამედ წლის ნებისმიერ დროს. ახალი კანონი მოწოდებულია გაამარტივოს ბიუროკრატიული პროცესი, რომელიც ხშირად ხელს უშლის არმიისა და ცოცხალი ძალის მობილიზაციას აუცილებლობის დროს.

რუსეთის კანონმდებლობით, შეიარაღებული ძალებში ახლად გაწვეულთა მიმართ არსებობს ფორმალური აკრძალვა, რომ მათ უცხოეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, მაგრამ როცა ისინი ვადიან სამხედრო სამსახურს ამთავრებენ, იღებენ რეზერვისტების სტატუსს, რომელიც მათ ჯარში გაწვევას ითვალისწინებს ნებისმიერი სამომავლო სამობილიზაციო კამპანიის დროს. 

ვლადიმერ პუტინმა 4 ნოემბერს ასევე სახელმწიფო ჯილდოები გადასცა ახალი სამხედრო ტექნიკის შემმუშავებელ სპეციალისტებს - ბირთვულ ძრავიან წყალქვეშა ტორპედის „პოსეიდონისა“ და რაკეტა „ბურევესტნიკის“ კონსტრუქტორებს. ორივეზე შეიძლება ატომური ქობინების დამონტაჟება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს „პოსეიდონისა“ და „ბურევესტნიკის“ გამოცდა უსაყვედურა და ამგვარ ნაბიჯს „უადგილო“ უწოდა.

თავის მხრივ, რუსეთის ლიდერმა, რომელსაც არც კი შერცხვა, ხაზი გაუსვა და შეაქო ახალი სამხედრო იარაღის „ისტორიული მნიშვნელობა“ და განაცხადა, რომ უფრო ადრე შექმნილი რუსული რაკეტა „ორეშნიკი“ (რომელსაც ბირთვული ქობინის ტარება შეუძლია), უკვე სერიოზულ წარმოებაშია ჩაშვებული.

ამასთანავე ვლადიმერ პუტინმა ისიც განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული რუსეთმაც დაიწყოს მზადება ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა, რომ „დაიწყოს ატომური იარაღის გამოცდა თანასწორ საფუძველზე“ მეტოქე ქვეყნებთან, რომლებშიც რუსეთი და ჩინეთი იგულისხმება. არადა, ორივე ქვეყნის ლიდერები - ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი -  უარყოფენ ატომური იარაღის გამოცდის დაწყებას და მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს მრავალწლიანი მორატორიუმი შეინარჩუნოს.

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"პუტინმა რუს რეზერვისტებს უკრაინული დრონებისაგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების დაცვა დაავალა"-The Daily Telegraph
"ტურიზმი ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული საყრდენია" - Kuwait Times
"პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას არ ჩქარობს-რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს"-Corriere della Sera
ილონ მასკის "გროკიპედია" მილიარდერის პირად ამბიციებს ემსახურება -Financial Times
ევროკავშირი აცხადებს, რომ უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრედიტით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ კიევი რუსული აქტივების ნაწილს - 140 მილიარდ ევროს მიიღებს-Politico
"ციმბირის ბრიტანული სამეფო ანალოგი": სად "გადაასახლეს" ენდრიუ, რომელიც პრინც-ჰერცოგი აღარ არის"-BBC
"ზელენსკის მიმართ ტრამპის ამომრჩევლების კეთილგანწყობა მატულობს"-The Wall Street Journal
"დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ:"გასაოცარი საუბარი", "შეფასება - 12 ქულა 10-დან", ტარიფები შემცირდება", "უკრაინაზე ერთად ვიმუშავებთ"-BBC
"უკრაინა ორ თვეში თითქმის 100 ათასმა ახალგაზრდამ დატოვა: რას ჩივიან გერმანელები?"-The Daily Telegraph
"გააფთრებული ბრძოლები პოკროვსკის ქუჩებში: ალყაშია თუ არა უკრაინის არმიის ციტადელი?"-The New York Times
"რუსეთმა პოკროვსკის თავდაცვა გაარღვია: რას ნიშნავს ეს უკრაინისათვის"-Politico
"დონალდ ტრამპი - უკრაინის ერთადერთი იმედი მშვიდობისათვის"-The American Conservative
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბრალად საკუთარ ბინაში 6.5 მილიონი დოლარის შენახვა ედება -BBC
სუს-მა თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
"რესპუბლიკურ" პარტიასთან დაახლოებული დონორი საქართველოს მიმართ ზეწოლის კანონპროექტს ეწინააღმდეგება-Reuters
"ხედვა "შუა დერეფნის" ფარგლებს მიღმა:საქართველო,სომხეთი და აზერბაიჯანი რეგიონის დაკავშირებადობას აფართოებენ"-Kuwait Times
"ევროპა და უკრაინა, რუსეთთან ომის შეწყვეტის მიზნით, 12-პუნქტიან წინადადებას ამზადებენ" - Bloomberg
"ღაზადან უკრაინამდე: დონალდ ტრამპი, შესაძლოა, მშვიდობის ყველაზე ერთგული დამცველია,რისთვისაც იგი მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებს"-The Guardian
"ტრამპმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინას "გაანადგურებს", თუ ზავზე "ახლავე"არ დათანხმდება"-The Sun
"მოსკოვიდან ბუდაპეშტში: რამდენად შესაძლებელია პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება ან მისი დაპატიმრება. სამი ვარიანტი"-The Daily Telegraph