ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით -კახა კალაძე
ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ჩენდლერის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია.
მისი თქმით, როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე იწყება განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით უკან მიდის.
„ყველა შეფასებით, რომელიც კეთდება პოლიტიკის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ყველა კრიტერიუმით: რეფორმების განხორციელება, ეკონომიკური განვითარება, ბიზნესის სიმარტივის მაჩვენებელი, გამჭვირვალობა და ა.შ. როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე იწყება ცრუ განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით უკან მიდის. ამ განცხადებებს ვისმენთ ვისგან? ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე არსებულ რეჟიმს და პერიოდს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ, ხოლო დღევანდელ მოცემულობას აფასებენ, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის რეალობა. ხალხი ამ ყველაფერს ხომ ხედავს და აფასებს? საკუთარ თავზე გრძნობს, რა იყო მანამდე და დღეს რა ვითარება გვაქვს. შესაბამისად, საზოგადოების დამოკიდებულება გამოიხატება არჩევნებზე და იქ მიღებულ გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ერთობა-თინა ბოკუჩავა
ჩვენ არავის ვესხმით თავს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვა-კახა კალაძე
ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით -კახა კალაძე
პეტერ ფიშერი ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს საქართველოში თავდადებულ საქმიანობას -გერმანიის საგარეო უწყება
შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო-ალეკო ელისაშვილი
ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ კით სელფს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი - შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია
,,ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს''- ანა წითლიძე
"ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს"- პრემიერი
არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება -ირაკლი კობახიძე
"ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით''- პრემიერი
,,ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ''- პრემიერი
მოვუწოდებთ ევროკავშირს, "ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი-გიორგი შარაშიძე
გვეუბნებიან, რომ სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს "ვეტინგით", ანუ ჩვენ რა ვართ, ნოტარიუსი?-ირაკლი ქადაგიშვილი
,,ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები''- ირაკლი კობახიძე
"ნაციონალები" როდესაც ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია-ირაკლი კობახიძე
,,ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ''- ირაკლი კობახიძე
დიდი იმედი გვაქვს, ევროკავშირში ვითარება შეიცვლება და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, რითაც მომავალში იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები -ირაკლი კობახიძე
არ ეშვება ბრიუსელში კოლექტიური ბიუროკრატია იმაზე ფიქრს, რადიკალური ოპოზიცია დააბრუნოს ხელისუფლებაში -ირაკლი კობახიძე