ჩვენ არავის ვესხმით თავს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვა-კახა კალაძე
საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას გულშემატკივრობენ მთავარი დაპირებების შესრულებაში, რაც გულისხმობს „დიფ სთეითის" დამარცხებასა და უკრაინაში ომის დასრულებას.
„პრეზიდენტი ტრამპი როდესაც აირჩიეს, ჩვენ გავიზიარეთ ის ნარატივი, რაზეც ის საუბრობდა - „დიფ სთეითს" დაამარცხებდა და უკრაინაში ომს დაასრულებდა. ჩვენ ველოდებით, ვაკვირდებით. როგორც კი „დიფ სთეითი" დამარცხდება, ჩვენც ვიგრძნობთ ამას. არავის ვესხმით თავს, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას. როდესაც დაფინანსებებზე ვსაუბრობდით, მაგალითად, გახსოვთ, USAID-ი აფინანსებდა, 2020 წელს კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, თითქოს არჩევნები გაყალბდა. რეალურად თვითონ გააყალბეს ეს კვლევები. ვისგან იყო ეს დაფინანსება წამოსული? იმავენაირად იყო ჩართული „ნედი", ოღონდ აფინანსებდა ძალადობრივ ჯგუფებს. ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ. გვინდა ჯანსაღი ურთიერთობები, მეგობრობა, რაც ორმხრივია", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გასაახლებლად, თუმცა არ დაუშვებს იმ მუქარებსა და განცხადებებს, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში საქარეთველოს მიმართ კეთდებოდა.
„რამდენიმე თვის წინ, თუნდაც ტრამპი სანამ გახდებოდა პრეზიდენტი, ვამბობდით, რომ თანხები შემოდის უცხოეთიდან, ფინანსდება ექსტრემისტული ორგანიზაციები, ხმარდება შიდაპოლიტიკურ საქმიანობას, რევოლუციების მოწყობას. ამაზე ოპონენტები ამბობდნენ, რომ ჩვენ ვტყუოდით. შემდეგ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ღიად ისაუბრა იმაზე, რასაც ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. პირდაპირ უთხრა მსოფლიოს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ეს ორგანიზაციები თანხებს აგზავნიდნენ, სახელმწიფო გადატრიალებები რომ მომხდარიყო. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ურთიერთობების გადახედვა. წინა ადმინისტრაციის პერიოდში რა მუქარებსაც ვისმენდით, მიუღებელია. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და მოიპოვეს თავისუფლება, არავისზე დამოკიდებულები რომ არ ვყოფილიყავით", - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა, როჯერ უიკერმა, ჯონ კურტისმა და შელდონ უაითჰაუსმა, ასევე კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების მიერ ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე უსამართლოდ გახდნენ სამიზნეები.
წერილში კანონმდებლები მოუწოდებენ, რომ მდივანმა რუბიომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს და არ გახდებიან სამიზნეები.
მსგავსი სიახლეები
"ქართული ოცნების" მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება, მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს-ALDE
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ერთობა-თინა ბოკუჩავა
ჩვენ არავის ვესხმით თავს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვა-კახა კალაძე
ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით -კახა კალაძე
პეტერ ფიშერი ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს საქართველოში თავდადებულ საქმიანობას -გერმანიის საგარეო უწყება
შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო-ალეკო ელისაშვილი
ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ კით სელფს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი - შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია
,,ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს''- ანა წითლიძე
"ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს"- პრემიერი
არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება -ირაკლი კობახიძე
"ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით''- პრემიერი
,,ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ''- პრემიერი
მოვუწოდებთ ევროკავშირს, "ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი-გიორგი შარაშიძე
გვეუბნებიან, რომ სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს "ვეტინგით", ანუ ჩვენ რა ვართ, ნოტარიუსი?-ირაკლი ქადაგიშვილი
,,ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები''- ირაკლი კობახიძე
"ნაციონალები" როდესაც ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია-ირაკლი კობახიძე
,,ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ''- ირაკლი კობახიძე
დიდი იმედი გვაქვს, ევროკავშირში ვითარება შეიცვლება და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, რითაც მომავალში იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები -ირაკლი კობახიძე