გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, "ქოცებო"- ნიკა გვარამია

გადამწყვეტი აღმოჩნდა ერთიანი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, ხოლო შინ - საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად, - ამის შესახებ პარტია „ახლის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, პოლიტპატიმრების მორალური უპირატესობის წნეხმა სრულიად დაუკარგა „ქართულ ოცნებას" რაციონალური მოქმედების უნარი.

„ძვირფასო და საამაყო მაგარო კაცებო და ქალებო ოპოზიციიდან, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, არალეგიტიმურად, პოლიტიკურ კეთროვანად, ხოლო შინ - საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად.

ძვირფასო და საამაყო პოლიტპატიმრებო, რეჟიმის ტყვეებო: დიახ, თქვენი მორალური უპირატესობის წნეხმა გაჭყლიტა „ქოცები" და სრულიად დაუკარგა ორიენტირების და რაციონალური მოქმედების უნარი!

ძვირფასო და საამაყო ოპოზიციურო, პროდასავლურო პარტიებო, თქვენმა სრულმა იგნორირებამ პარტიების გაუქმების ჯალათური ბოდვის მიმართ, ასევე თავმმდაბალმა და რაციონალურად ერთადერთმა სწორმა დამოკიდებულებამ პროტესტის მიმართ, არ მისცა რეჟიმს შესაძლებლობა, უძრავ სამიზნედ გამოეყენებინეთ და თქვენი ფაქტორის პროპაგანდისტული ექსპლუატაციის გზით გაენადგურებინა პროტესტი, რომლის „ლიდერი" დღემდე ვერ იპოვნა (იმიტომ, რომ არც ჰყავს) და ამის გამო მეპროტესტეების, პატრიოტული სიჯიუტის და გამბედაობის გამო დღემდე ვერაფერი დააკლო, არადა, ყოველდღე ახალ რეპრესიულ კანონს იღებს და ათობით სხვადასხვა თაობის ადამიანს უშვებს ციხეში!

მადლობა სამოქალაქო სეტქორს, აკადემიას და, რა თქმა უნდა, კრიტიკულ მედიებს.

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს!

პ.ს. გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, „ქოცებო"", - წერს ნიკა გვარამია.

საქართველოს პროკურატურაში დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ნიკა გვარამიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე.

 





მსგავსი სიახლეები
"პრაქტიკულად გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ" - დავით მათიკაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე
რამდენიმე სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე, ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ამას 100 პროცენტზე, ვერ ვიქნებით ლოიალური მათ მიმართ -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას "ოჯახური ღირებულებების შესახებ" და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონების გაუქმებას სთხოვენ
Daily Mail: FBI-ის ცნობით, ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს
ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება -პიტ ჰეგსეტი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია
,,სანამ ლომჯარია სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი''- სუბარი
უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად-სახელმწიფო დეპარტამენტი
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს
,, ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში „სულელი და არაკომპეტენტური“ ლიდერი ედგა''- თეთრი სახლის სპიკერი
აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული -ისრაელ კაცი
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია