პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და, მათ შორის, ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით.
მაღაზიიდან გასვლის შემდეგ მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი დააკავა
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა
,,წავიკითხე ბრალი, ეს არის სრული სიცრუე, არანაირ ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი''- ბადრი ჯაფარიძე
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს სახით მილიონ-მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვს
დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი, 2 ბავშვის თანდასწრებით გააუპატიურა
სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს- შსს
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ქვემო ქართლში პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურა სისხლის სამართლის ახალ საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
ჯაკო ჩარკვიანის სახლის ჩხრეკისას 2 ავტომატური ცეცხლსასროლი თოფი და 110 ვაზნა ამოვიღეთ - შსს
,,ჯაკო ჩარკვიანი პოლიციას ჩაბარდა''- თაკო ჩარკვიანი
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან"კავშირში მყოფი 34 პირი დააკავეს
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა გიორგობიანი დააკავეს
საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა
არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
,,მოწმემ დააფიქსირა, რომ წილები გაფორმებული იყო სხვადასხვა პირზე, თუმცა მიქაუტაძეს ეკუთვნოდა'' - პროკურორი