ინფორმაცია, თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება-მიხეილ სარჯველაძე
ინფორმაცია, თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტიპი ერთი დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტების ინსულინით უზრუნველყოფის ფარგლებში ცვლილების თაობაზე განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიზანმიმართული დეზინფორმაცია არ უნდა გახდეს მშობლების აღელვებისა და პოლიტიკური მანიპულაციების საფუძველი.
„რაც შეეხება ცალკეული ადამიანების მცდელობებს, რომ აშკარად გამიზნულად, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ და შემდეგ ვინმემ ეს აჟიოტაჟი პოლიტიკურ სპეკულაციებს საბაბად გამოიყენოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში არცერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ზოგიერთები. რისკიც კი გამოირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ცალსახად ინფორმირებულები არიან მშობლები, „სანოფის" მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას არავითარი რისკი არ ემუქრება. მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ყველა ექიმი მზად არის, ჩაერთოს მართვაში და ამაში სამინისტროა ჩართული. იციან, რომ საუბარია ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტზე.
ამის მიუხედავად, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ თურმე ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ. ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია. მინდა, მედიასაშუალებებს მოვუწოდო, თავი შეიკავონ ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ინფორმაცია სენსიტიურია, ვინაიდან ეხება ბავშვების ჯანმრთელობას. ახლაც აღვნიშნავ, რომ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტი დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია და არც მოსალოდნელია რაიმე შეფერხება. ამასთან, თუ ვინმეს დასჭირდება ექიმის კონსულტაცია მედიკამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამისთვისაც სახელმწიფო წინასწარ მომზადებულია და არავის მსგავსი პრობლემა არ შეექმნება", - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე კომპანია აწარმოებს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, ხოლო საქართველოში „სანოფის" ინსულინი ისედაც ხელმისაწვდომი იყო და პაციენტთა გარკვეული რაოდენობა მას უკვე იყენებდა.
„როგორც SanofiAventis-ის, ისე NovoNordisk-ის მიერ წარმოებული ინსულინები უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებია. ორივე ბრენდი არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი.
ეს მედიკამენტი ისედაც ხელმისაწვდომი იყო ბაზარზე და უკვე ჰყავს დიდი წრე მომხმარებლებისა, რომელთათვისაც ის მეტად მისაღებია. შესაბამისად, არასწორია, თუ ვიტყვით, რომ ერთი მეორეს ჩამნაცვლებელია - ეს ასე არ არის. ორივე წარმოადგენს მაღალი ხარისხის პრეპარატს", - აღნიშნა სარჯველაძემ.
მინისტრმა განმარტა, რომ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აქამდე NovoNordisk-ის პრეპარატს იყენებდნენ, უზრუნველყოფა მოხდება ეკვივალენტური საშუალებით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ხარისხის მოთხოვნებს.
„საუბარია პრაქტიკულად ეკვივალენტურ პრეპარატზე, რომლის გამოყენებაც პაციენტებისთვის უსაფრთხოა და უზრუნველყოფილია უწყვეტად. ჩვენი ამოცანაა, რომ დიაბეტის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ სტაბილური წვდომა მედიკამენტებზე, რაც სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია", - განაცხადა მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ინფორმაცია, თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება-მიხეილ სარჯველაძე
მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის მიზეზი არ არსებობს-მიხეილ სარჯველაძე
ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს -მიხეილ სარჯველაძე
კინომცოდნე გიორგი დოლიძე გარდაიცვალა
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გურამ ოქროპირიძე უხელმძღვანელებს
6 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
GM PHARMA ევროპაში
განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი – არქიმანდრიტი ილია მეუფე შიოს
გეკა გელაძემ კახეთში საპოლიციო ღონისძიებისას დაჭრილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი მოინახულა
პატრიარქმა არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა
მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ის ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია-პაატა იმნაძე
5 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დევნილი ვეტერანების მხარდასაჭერად ახალი ინიციატივები იგეგმება
მარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა
ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა
4 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი