არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი, მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ-მიხეილ სააკაშვილი
ერთ მხარეს ვართ ცივილიზაცია და მეორე მხარეს – სრული ბარბაროსები, აქეთ მხარეს ვართ ევროპა, იქით – რუსეთი და აზია, აქეთ ვართ პროგრესი და იქით – სრული ჩამორჩენილობა, აქეთ არის აზროვნება, იქით – ერთი აზრი, აქეთ ვართ სიკეთე და იქით – ბოროტება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გავუსწოროთ სიმართლეს თვალი.
არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, პირველი – ის ადამიანები, რომელთაც უყვართ ქვეყანა, ეზიზღებათ რუსეთი, უნდათ ევროპაში, სურთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ემხრობიან დემოკრატიას, თავისუფალ არჩევნებს. აქვთ ღირსებისა და სიამაყის განცდა. ეს ქართველები არიან მშრომელები, განათლებულები, ბრძოლისუნარიანები.
აქეთ არიან ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ტატუნაშვილი, კახა ბენდუქიძე, ქუჩებში გამოსული თვალებანთებული უშიშარი ახალგაზრდები, ციხეში თავაწეულად მიმავალი აზა ჩილაჩავა.
ივანიშვილმა კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა მეორე საქართველო. ამ საქართველოს მკვიდრები არიან მუქთახორები, ბირჟავიკები, მატყუარები, საოცრად უტიფრები, ბოღმიანები, მშიშრები, ხარბები და კორუმპირებულები, მათ ახასიათებთ მონური დამოკიდებულება მამა მარჩენლისადმი და რუსეთისადმი. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება და მზად არიან, ჩაბარდნენ პირველივე დამპყრობელს.
გრუზინებისთვის ტრადიცია ნიშნავს „ქართულ ჯიგრულ პონტს“, ისინი საზრდოობენ ზიზღით და იკვებებიან „იმედის სიუჟეტებით“, მათ არ გააჩნიათ არანაირი ისტორიული მეხსიერება და ბრმად იღებენ იმას, თუ კონკრეტულ დღეს რას მიაწვდის რუსულ-ქოცური პროპაგანდა.
ამათ არ გააჩნიათ ემპათიის რაიმე განცდა და სრულიად დაუნდობელი არიან თანამოქალაქეების მიმართ.
ახლა უნდა მივხვდეთ ერთ რამეს – ჩვენ და მათ ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. სახეზეა ძალიან ღრმა შეუთავსებლობა და ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი.
კარგი ამბავი ისაა, რომ პირველი კატეგორიის ქართველები ბევრად მეტი ვართ, ცუდი ისაა, რომ ჯერჯერობით გრუზინნულ მონებს ბევრად მეტი ფული აქვთ, ძალა გააჩნიათ და მათ უკან დგას რუსეთი.
ამიტომ ქართველებს გვმართებს ძალის მოკრება, კიდევ მეტი გამბედაობა და გრუზინების უღლის მოშორება.
გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი, რათა აღარასდროს დავუშვათ მათი აღზევება.
ის, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ მეპარება. საქმე იმაშია, რომ ერთ მხარეს ვართ ცივილიზაცია და მეორე მხარეს – სრული ბარბაროსები. აქეთ მხარეს ვართ ევროპა, იქით – რუსეთი და აზია, აქეთ ვართ პროგრესი და იქით – სრული ჩამორჩენილობა, აქეთ არის აზროვნება და იქით – ერთი აზრი; დაბოლოს, აქეთ ვართ სიკეთე და იქით – ბოროტება.
ჩვენ განვსხვავდებით ჩვენი საუბრის მანერითა და ლექსიკით, ჟესტიკულაციით, მიხვრა-მოხვრით. თვალების გამოხატულებით, განვსხვავდებით ანთროპოლოგიურად – აქეთ მშრომელი ხალხია, იქით – კლასიკური პარაზიტები, აქეთ ჰუმანიზმია, იქით – სადიზმი, აქეთ სილაღეა, იქით – დაკომპლექსებულობა.
ასე რომ, მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ ყველანი, ამ ეტაპზე ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება.
სინამდვილეში, ერთადერთი, რაც გვაერთიანებს გრუზინებთან, არის ალბათ ის, რომ მოგვწონს ერთნაირი კერძები და საქართველოს ბუნება და ამის გარდა, არც არაფერი გვაერთიანებს!
იქით არის სიბნელე და ბოროტება, რომელიც უნდა დავამარცხოთ და დავამარცხებთ კიდევაც!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი, მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ-მიხეილ სააკაშვილი
"ქართული ოცნების" რეჟიმი უკონტროლოდ იქცევა, ყველა, ვისაც ეს ყალბი შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია-რასა იუკნევიჩიენე
არასდროს არაფერი არ დამიმალავს, მარტივი ამბავია, რომ გერმანიის ელჩმა ჩემი მეუღლისგან ქონება იქირავა -მამუკა ხაზარაძე
"ქართული ოცნების" მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება, მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს-ALDE
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ერთობა-თინა ბოკუჩავა
ჩვენ არავის ვესხმით თავს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვა-კახა კალაძე
ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით -კახა კალაძე
პეტერ ფიშერი ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს საქართველოში თავდადებულ საქმიანობას -გერმანიის საგარეო უწყება
შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო-ალეკო ელისაშვილი
ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ კით სელფს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი - შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია
,,ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს''- ანა წითლიძე
"ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს"- პრემიერი
არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება -ირაკლი კობახიძე
"ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით''- პრემიერი
,,ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ''- პრემიერი
მოვუწოდებთ ევროკავშირს, "ოცნების" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართველ ხალხს არ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი-გიორგი შარაშიძე
გვეუბნებიან, რომ სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს "ვეტინგით", ანუ ჩვენ რა ვართ, ნოტარიუსი?-ირაკლი ქადაგიშვილი
,,ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები''- ირაკლი კობახიძე