გამჭვირვალობის კანონით, ერთადერთი ვალდებულება ფინანსური ანგარიშგებაა, ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის დიდი რაოდენობით დაფინანსება შემოდიოდა -ირაკლი კობახიძე

ორი წლის წინ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელიც განსხვავდება ახლახან მიღებული „ფარას" კანონისგან, რომელიც ამერიკული კანონის ასლია. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ეხებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება იყო ყოველწლიური ანგარიშგება.

„ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება იყო ყოველწლიური ანგარიშგება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ორგანოებისთვის ფინანსური ანგარიშგება - სულ ეს არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც მხოლოდ ქვეყანაში ამ რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა „იუესაიდისა" და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით განხორციელებული ამ ტიპის ნეგატიური პრაქტიკა და გვიხარია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სრულად დახურა ეს ორგანიზაციები შეერთებულ შტატებში. რაც მოგვიანებით გავაკეთეთ, როდესაც ვნახეთ ეს კრიტიკა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებით, არის ის, რომ ჩვენ დავაკოპირეთ ამერიკული „ფარას" კანონი. ეს არის ზუსტი ასლი, მაგრამ ისინი კვლავ აკრიტიკებენ მას, ნამდვილად სასაცილოა, უბრალოდ სასაცილოა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
2024 წლის ივნისში უკვე გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე - ანიტა ჰიპერი
ბრიუსელი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტს, ევროკავშირს აქცევს სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრის, საზოგადოებების დახლეჩვის პროექტად -შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ამერიკული "ფარას" ანალოგიურ კანონზე რუსულის თქმა უკვე მილევადია, სასაცილოც გახდა, ბევრი ქვეყანა ფიქრობს, სწორედ ასეთი კანონი მიიღოს -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ არაფერს ვაბრალებთ ევროკავშირს, ვსაუბრობთ ფაქტებით, რომ მათი მხრიდან გაწევრიანების პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ ივნისში გაცხადდა -მიხეილ ყაველაშვილი
ჰერჩინსკის წერილი ასახავს რეალურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, კარგი გაკვეთილია, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად პრაგმატული და ფრთხილი - გიორგი გაბუნია
სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს, მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი-გიორგი გაბუნია
გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა და ჯამი ჭურჭელია, სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება -შალვა პაპუაშვილი
ტრამპი ამბობს, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა, მას ვეთანხმები, საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე კონცენტრირებისთვის ბევრი არაფერი გააკეთა -ირაკლი კობახიძე
არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა-ირაკლი კობახიძე
გამჭვირვალობის კანონით, ერთადერთი ვალდებულება ფინანსური ანგარიშგებაა, ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის დიდი რაოდენობით დაფინანსება შემოდიოდა -ირაკლი კობახიძე
ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება-ირაკლი კობახიძე
ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე არ უნდა გაბრაზდეს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში -ანდრეი სიბიგა
"ქართული ოცნების" სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია -ჯო უილსონი
არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი, მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ-მიხეილ სააკაშვილი
"ქართული ოცნების" რეჟიმი უკონტროლოდ იქცევა, ყველა, ვისაც ეს ყალბი შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია-რასა იუკნევიჩიენე
არასდროს არაფერი არ დამიმალავს, მარტივი ამბავია, რომ გერმანიის ელჩმა ჩემი მეუღლისგან ქონება იქირავა -მამუკა ხაზარაძე
"ქართული ოცნების" მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება, მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს-ALDE
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ერთობა-თინა ბოკუჩავა
ჩვენ არავის ვესხმით თავს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვა-კახა კალაძე