"არის ერთი ნიუანსი" ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
„მთავარია გჯეროდეს“ - გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს. სწორედ ამიტომ თიბისიმ, განათლების პროგრამის ფარგლებში, ნიკო ნერგაძესთან ერთად YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ დაიწყო.
პოდკასტის კონცეფცია მომდინარეობს ავტორის პირადი ცნობისმოყვარეობიდან სწრაფი პასუხების მიღმა არსებულ კითხვებსა და კონტექსტის კვლევაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალურ მედიაში გავრცელებული „იცით თუ არა რომ“ ტიპის ინფორმაციებმა შეიძლება აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს.
ვიდეო სერიების მიზანია ისეთ თემებზე საუბარი, რომლებიც ხშირად ზედმეტად მარტივდება საჯარო დისკუსიებში. რეალურად კი სიღრმისეულ ანალიზს, კონტექსტს და ნიუანსურ მიდგომას მოითხოვს.
პროექტის ხედვა ემყარება იდეას, რომ ჭეშმარიტება იშვიათადაა შავ-თეთრი. ავტორებისთვის მთავარი სწრაფი პასუხები არ არის პირიქით, მათ სურთ აჩვენონ, რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება, როგორ მიდიან მკვლევრები დასკვნებამდე, რა რჩება უპასუხოდ და რა ნიუანსები არსებობს თითოეულ თემაში.
„ჩვენს ვიდეოებში „სწრაფი პასუხები“ ნამდვილად არ გვაინტერესებს. ჭეშმარიტება იშვიათად არის შავ-თეთრი; ყოველთვის არის ნიუანსი, ყოველთვის არის კონტექსტი. სწორედ ეს ხდის საკითხს საინტერესოს. ჩვენი ამოცანა არ არის, ვინმეს ვუთხრათ, რა როგორ იფიქროს. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ: „აი, რა აქვს ნათქვამი მეცნიერებას, აი, როგორ მივიდნენ მკვლევრები ამ დასკვნამდე, აი, რა კითხვები რჩება ჯერ კიდევ უპასუხოდ“ და „აი, ასეთი ნიუანსი არსებობს“ - ნიკო ნერგაძე, ჟურნალისტი, ვიდეო სერიების ავტორი.
YouTube პოდკასტის პირველ ეპიზოდში საუბარია ძალადობასა და ვიდეოთამაშებზე; განხილულია თუ რა როლს ასრულებს გენეტიკა და აღზრდა ქცევაზე, როგორ ყალიბდება კვლევების შედეგები, რა ახდენს გავლენას თავად მეცნიერებზე და რატომ შეიძლება 10 წლის წინანდელი კვლევაც კი დღეს მოძველებულად ჩაითვალოს.
„არის ერთი ნიუანსის“ ახალ ეპიზოდებში, ორ კვირაში ერთხელ, ნიკო ნერგაძე სხვადასხვა სამეცნიერო და სოციალური თემის სიღრმისეულ განხილვას შესთავაზებს აუდიტორიას.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.
(R)
მსგავსი სიახლეები
"არის ერთი ნიუანსი" ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
"მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარება" -რუსთაველის ფონდისა და ევროკავშირის პარტნიორობის ერთობლივი კონკურსი
7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ინფორმაცია, თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება-მიხეილ სარჯველაძე
მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის მიზეზი არ არსებობს-მიხეილ სარჯველაძე
ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს -მიხეილ სარჯველაძე
კინომცოდნე გიორგი დოლიძე გარდაიცვალა
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გურამ ოქროპირიძე უხელმძღვანელებს
6 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
GM PHARMA ევროპაში
განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი – არქიმანდრიტი ილია მეუფე შიოს
გეკა გელაძემ კახეთში საპოლიციო ღონისძიებისას დაჭრილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი მოინახულა
პატრიარქმა არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა
მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ის ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია-პაატა იმნაძე
5 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დევნილი ვეტერანების მხარდასაჭერად ახალი ინიციატივები იგეგმება
მარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა
ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა