თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

6 და 7 ნოემბერს თბილისში ორდღიანი რეგიონული კონფერენცია "სანდო ბანკინგი: ბიზნესის მდგრადობა შესაბამისობის გზით" ჩატარდა. ღონისძიება ავსტრიული საბანკო ჯგუფის Raiffeisen Bank International-ის ინიციატივით და "საერთაშორისო სავაჭრო პალატის" ორგანიზებით გაიმართა. თიბისისთან ერთად კონფერენციის მხარდამჭერი "აზიის განვითარების ბანკი" იყო.

ღონისძიებაზე აქცენტი საერთაშორისო რეგულაციებსა და მათთან შესაბამისობაზე გაკეთდა. კონფერენციის ფარგლებში ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ პრაქტიკებზე, რომლებიც ხელს უწყობს შესაბამისობის სტანდარტების დაცვას, რისკების შემცირებასა და საერთაშორისო ვაჭრობის უსაფრთხო და გამჭვირვალე განხორციელებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და ევროპიდან, მათ შორის, მსხვილი გერმანული და ავსტრიული ბანკები - Commerzbank, Raiffeisen Bank International, Oddo BHF, LBBW; კონფერენციას ასევე დაესწრნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, აზიის განვითარების ბანკი. ღონისძიებამ გააერთიანა როგორც მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე, მსხვილი იმპორტიორები და ექსპორტიორები რეგიონის ქვეყნებიდან.

კონფერენცია სხვადასხვა ფორმატში ჩატარდა და მოიცავდა როგორც ექსპერტთა პრეზენტაციებს, ასევე პანელურ დისკუსიებს.

"თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით მიჰყვება ყველა საერთაშორისო რეგულაციას - ეს ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ბანკისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ კომპანიებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია საერთაშორისო რეგულაციებსა და შესაბამისობის სტანდარტებზე. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს მსგავს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სანდო და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს კერძო სექტორს, მიიღოს უახლესი ინფორმაცია წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მარეგულირებელი ორგანოებისგან, რაც გააძლიერებს მათ საქმიანობას გლობალურ ბაზრებზე",- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსების და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

„Raiffeisen Bank International-ში გვჯერა, რომ ნდობა და საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობა საბანკო სექტორში გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობების საფუძველია. მოხარულები ვართ, რომ რეგიონული კონფერენცია სწორედ საქართველოში გაიმართა - პროგრესულ ქვეყანაში, რომელიც ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. რეგიონს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენ კი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მოლოდინი გვაქვს",- კრისტიან ნოლი, Raiffeisen Bank International-ის საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი, კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგის ინსტიტუციური კლიენტების მიმართულება.

(R)

 

 

 





მსგავსი სიახლეები
Vintylator - თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ვალუტის კურსი 12 ნოემბრისთვის
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ნოემბერს
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში გაზრდილია როგორც შემოსული გემების, ისე მიღებული ტვირთის ოდენობა-თამარ იოსელიანი
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
"იგლ ჰილს"-თან გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა"-მარიამ ქვრივიშვილი
გვსურს, მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და რკინიგზაში -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, ბოლო ოთხ წელში წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო, ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ-ირაკლი კობახიძე
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
"გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები"-ვახტანგ ცინცაძე
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება პრიორიტეტულია -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ნოემბერს
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
"ჩინეთის მხარესთან გავაფორმეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომელთა ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გამყარდება"-მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან -ირაკლი კობახიძე