სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს, მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი-გიორგი გაბუნია
სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს. მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, სააკაშვილმა რაც არ უნდა წეროს და იკითხოს, არავის აინტერესებს.
„ჩვენ კარგად ვიცით, სააკაშვილი რას წარმოადგენს. ეს ადამიანი, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში ათასობით დანაშაული ჩაიდინა, პირადად ის და მისი რეჟიმი, რომელიც არის დეკლარირებულად კრიმინალური და დანაშაულებრივი, დღეს მორალური პედასტალიდან რაღაცებს გვესაუბრება. ეს არის კატეგორიულად აღმაშფოთებელი. მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები, რაზეც არის მსჯავრდებული და მისი რეჟიმი, რომელმაც, მათ შორის, 7 ნოემბრით დეკლარირებულად დაიდგა ბოროტების გვირგვინი, როგორც მმართველმა. ეს უნდა იყოს მაგალითი აბსოლუტურად ყველა ხელისუფლებისთვის. დღეს გვესაუბრება რაღაც დაყოფაზე, ერთიანობაზე და რაღაც მორალურ საკითხებზე. ჯერ კიდევ 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ სააკაშვილს და მის რეჟიმს გასცა პასუხი და ეს პასუხი იყო საბოლოო, რომ ის ვერასდროს დაბრუნდება საქართველოს ხელისუფლებაში. არასდროს დადგება საქართველოში დრო, რომ ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეჟიმი დაბრუნდეს ქვეყანაში. მისი განცხადება არის გუშინდელი ახალი ბრალდების უუნარო პასუხი. მას მოუწევს ყველა იმ ბრალდებაზე პასუხის გაცემა, რომელიც ჩაიდინა, რომელიც, მათ შორის, დაადგინა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ. აბსოლუტურად ყველა ბრალდებაზე უნდა გასცეს პასუხი კანონის წინაშე.
სააკაშვილი თავისი ბუნებით და არსით არის მოძალადე არა მარტო ქვეყნის, არამედ ქართველი ხალხის მიმართ. სააკაშვილმა რაც უნდა წეროს და იკითხოს, ვის აინტერესებს საერთოდ. მისი ერთადერთი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ის, რომ უპასუხოს ქართულ მართლმსაჯულებას და პასუხი აგოს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც ჩაიდინა. ყველაზე საოცარი არის ის, რომ ამდენი წელი გავიდა და ერთი სინანული არ ყოფილა მის მიერ ჩადენილ ამ ათასობით დანაშაულებრივ ქმედებაზე. არ უთქვამს ბოდიში, მაპატიეთ, შემეშალა. მუდმივად ახდენს საკუთარი მავნე იდეების გენერირებას საზოგადოებაში, რომელშიც უკვე მხარდაჭერა არ აქვს. სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს. მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი, მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ".
მსგავსი სიახლეები
,,აბსურდულია, საქართველოს დააბრალო გაწევრიანების პროცესის შეჩერება, ეს ევროკავშირის პრეროგატივაა''- მაკა ბოჭორიშვილი
,,7 ნოემბრი - ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია''- სოზარ სუბარი
,,საკუთარ ქვეყნებში გვანახონ მაგალითი, როგორ ხდება. რასაც ჩვენი უსამშობლოები აკეთებენ, ამაზე ალბათ დახვრეტას მიუსჯიდნენ''- ირაკლი ზარქუა
2024 წლის ივნისში უკვე გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე - ანიტა ჰიპერი
ბრიუსელი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტს, ევროკავშირს აქცევს სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრის, საზოგადოებების დახლეჩვის პროექტად -შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ამერიკული "ფარას" ანალოგიურ კანონზე რუსულის თქმა უკვე მილევადია, სასაცილოც გახდა, ბევრი ქვეყანა ფიქრობს, სწორედ ასეთი კანონი მიიღოს -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ არაფერს ვაბრალებთ ევროკავშირს, ვსაუბრობთ ფაქტებით, რომ მათი მხრიდან გაწევრიანების პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ ივნისში გაცხადდა -მიხეილ ყაველაშვილი
ჰერჩინსკის წერილი ასახავს რეალურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, კარგი გაკვეთილია, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად პრაგმატული და ფრთხილი - გიორგი გაბუნია
სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს, მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი-გიორგი გაბუნია
გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა და ჯამი ჭურჭელია, სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება -შალვა პაპუაშვილი
ტრამპი ამბობს, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა, მას ვეთანხმები, საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე კონცენტრირებისთვის ბევრი არაფერი გააკეთა -ირაკლი კობახიძე
არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა-ირაკლი კობახიძე
გამჭვირვალობის კანონით, ერთადერთი ვალდებულება ფინანსური ანგარიშგებაა, ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის დიდი რაოდენობით დაფინანსება შემოდიოდა -ირაკლი კობახიძე
ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება-ირაკლი კობახიძე
ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე არ უნდა გაბრაზდეს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში -ანდრეი სიბიგა
"ქართული ოცნების" სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია -ჯო უილსონი
არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი, მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ-მიხეილ სააკაშვილი
"ქართული ოცნების" რეჟიმი უკონტროლოდ იქცევა, ყველა, ვისაც ეს ყალბი შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია-რასა იუკნევიჩიენე
არასდროს არაფერი არ დამიმალავს, მარტივი ამბავია, რომ გერმანიის ელჩმა ჩემი მეუღლისგან ქონება იქირავა -მამუკა ხაზარაძე