ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო წესებს ამკაცრებს, ევროკავშირში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა მოცემულობა-კაია კალასი

ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა.

ახალი წესების თანახმად, რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ მრავალჯერადი ვიზების მიღებას. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში ყოველი მოგზაურობის დაგეგმვისას ახალი ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანა მოუწევთ, რაც განმცხადებლების ხშირი შემოწმების საშუალებას იძლევა.

„რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, რაც გამოწვეულია დივერსიით, დეზინფორმაციითა და დრონების შემოჭრით. ამ უკანონო აგრესიის დაწყებიდან ევროკავშირმა გაამკაცრა შესვლის პირობები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ვიზებთან დაკავშირებული წესების შემდგომი შეზღუდვით ჩვენ ვდგამთ დამატებით და აუცილებელ ნაბიჯს ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად", - აღნიშნულია ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა მოცემულობა.

„ევროპის ტერიტორიაზე დრონებით გამოწვეული შეფერხებებისა და დივერსიების ფონზე ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო წესებს ამკაცრებს. ევროკავშირში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა მოცემულობა", - წერს კალასი.

 





მსგავსი სიახლეები
სერგეი ლავროვი - ბირთვულ ცდებზე ტრამპის განცხადებაზე განმარტება დიპლომატიური არხებით არ გაკეთებულა
პარიზში სამი გოგონა ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს
ევროკავშირი რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომდინარე დეზინფორმაციის საფრთხესთან საბრძოლველად ცენტრის შექმნას გეგმავს - The Guardian
ვაფასებთ ილჰამ ალიევის გულწრფელ ძალისხმევას მდგრადი მშვიდობის დამყარების მიმართულებით, ასევე, კმაყოფილი ვართ ამ გზაზე ნიკოლ ფაშინიანის გაბედული ნაბიჯებით -რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თუ ვფიქრობთ, რომ ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარება 2018-2019 წლებში შეგვეძლო, მაშინ დიახ, შეცდომა დავუშვი, რომ ეს არ გავაკეთე-ნიკოლ ფაშინიანი
,,უკრაინისთვის გამარჯვება სასწაული იქნება''- ორბანი
მთავრობის ე.წ. შათდაუნის გამო აშშ-ში გაუქმდა ასობით და გადაიდო ათასობით ფრენა
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა მიმდინარეობს
,,ჩინეთის ბირთვული ძალა არავითარ შემთხვევაში არ არის აშშ-ის ან რუსეთის დონის''- ჩინეთის საგარეო უწყება
ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო წესებს ამკაცრებს, ევროკავშირში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა მოცემულობა-კაია კალასი
ბრიტანეთმა სირიის პრეზიდენტსა და შს მინისტრს სანქციები მოუხსნა
ისრაელის დიასპორის მინისტრი საკუთარ მოქალაქეებს ნიუ-იორკის დატოვებისკენ მოუწოდებს
ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა
სი ძინპინი ჩემი ნამდვილი მეგობარია, ძლიერი და ჭკვიანი კაცია, პრესას არ მოსწონს, როცა ძალიან ჭკვიანს ვუწოდებ - ტრამპი
პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ამერიკულ ბირთვულ სწავლებებზე საპასუხო ზომები განიხილა
ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის (EPP) გავლენიანი გერმანელი წევრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თურქეთი ევროკომისიის ანგარიშს უსაფუძვლოდ და მიკერძოებულად მიიჩნევს
,,არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანს რამე უნდა შევთავაზო''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,ბრიუსელისთვის მიუღებელია, რომ სერბეთი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და აქციების ორგანიზებაში ევროკავშირს სდებს ბრალს''- მარტა კოსი
თურქეთის ოპოზიცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომს ეჭვქვეშ აყენებს