სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს- შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს, დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დარახველიძის თქმით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულს საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით, უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის - 200 000 ამერიკული დოლარის გადახდაზე.
„ბრალდებულმა დავალება სისრულეში ვერ მოიყვანა, ის სამართალდამცავებმა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობა დასტურდება მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულთან და კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენისა და მათ მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მამედოვს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვადასხვა საქმეზე, დაუსწრებლად უკვე წარედგინა არაერთი ბრალი, მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისათვის.
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი ამჟამად საზღვარგარეთ, მიმალვაში იმყოფება. სამართალდამცავი უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ მისი დაკავებისა და მართლმსაჯულების წინაშე დროულად წარდგენის მიზნით, რისთვისაც ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული მოქმედებები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების, მათ შორის პრევენციული ზომების გატარებას", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
მსგავსი სიახლეები
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი დააკავა
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა
,,წავიკითხე ბრალი, ეს არის სრული სიცრუე, არანაირ ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი''- ბადრი ჯაფარიძე
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს სახით მილიონ-მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვს
დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი, 2 ბავშვის თანდასწრებით გააუპატიურა
სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს- შსს
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ქვემო ქართლში პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურა სისხლის სამართლის ახალ საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
ჯაკო ჩარკვიანის სახლის ჩხრეკისას 2 ავტომატური ცეცხლსასროლი თოფი და 110 ვაზნა ამოვიღეთ - შსს
,,ჯაკო ჩარკვიანი პოლიციას ჩაბარდა''- თაკო ჩარკვიანი
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან"კავშირში მყოფი 34 პირი დააკავეს
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა გიორგობიანი დააკავეს
საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა
არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
,,მოწმემ დააფიქსირა, რომ წილები გაფორმებული იყო სხვადასხვა პირზე, თუმცა მიქაუტაძეს ეკუთვნოდა'' - პროკურორი