,,საკუთარ ქვეყნებში გვანახონ მაგალითი, როგორ ხდება. რასაც ჩვენი უსამშობლოები აკეთებენ, ამაზე ალბათ დახვრეტას მიუსჯიდნენ''- ირაკლი ზარქუა
ის რომ არაობიექტური ჩანაწერები კეთდება რეზოლუციებში და ცალკეულ ანგარიშებში, ეს არახალია ქართული საზოგადოებისთვის და ეს გრძელდება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით საუბრისას.
მისი თქმით, ევრობუროკრატია მოქმედებს ორმაგი სტანდარტით და ეს თვალსაჩინოა, ვინაიდან რაც არის მისაღები მათი ქვეყნებისთვის, რატომაც დაუშვებელია საქართველოში.
„ხომ ვიცით ევრობიუროკრატების დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ვერ გვპატიობენ იმას, რომ ჩვენ, ღირსებით დავიცავით ქართული ინტერესები. ვერ გვპატიობენ იმას, რომ რადიკალებს არ მივეცით უფლება, რომ ცეცხლის ალში გაეხვიათ დედაქალაქი. ვერ გვპატიობენ იმას, რომ ჩვენ არ ჩამოგვენგრია ეკონომიკა. თვითონ დღემდე ვაჭრობენ რუსეთთან. აქამდე ჩვენ მოგვიწოდებდნენ სანქცია დაგვეწესებინა თვითონ თურმე ევროკავშირის ლიდერების მეუღლეები და ოჯახის წევრები დღემდე ვაჭრობენ რუსეთთან. აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ამას არ გავუტარებთ. ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. ჩვენი ინტერესია, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ეკონომიკურ განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებული და ასევე, ღირსებით ევროინტეგრაცია და არა ცალფეხზე დგომა, როგორც აქაურმა აგენტურამ ჩვენ შემოგვითვალა მათი დაკვეთა.
ვინც, რაც არ უნდა თქვას ევრობიუროკრატმა, ვერ გააშავებენ ჩვენს ქვეყანას. პროცესი დაწყებულია, ევროკავშირში მოდიან ახალი ძალები და ზუსტად ვიცით, რომ რამდენიმე წელიწადში განსხვავებულ ევროკავშირს მივიღებთ - განსხვავებულს მიდგომებით და ნამდვილად ევროპული ღირებულებებით. და არა ისე ორმაგი სტანდარტი, რომ არის. თურმე ჩვენ არ გვაქვს დემოკრატია. დღეს, ერთ საათში შეგიძლია ტელევიზია გახსნა. დღეს, ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია დაუსაბუთებლად გვაკრიტიკოს, გვლანძღოს. გაგვლახოს კიდეც თურმე და ამაზე ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ხომ?! დღეს, ნებისმიერ რადიკალს შეუძლია ცეცხლის ალში გახვიოს პარლამენტის შენობა და ჩვენ ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ ხომ?! საკუთარ ქვეყნებში გვანახონ მაგალითი, როგორ ხდება. ვნახეთ საფრანგეთში, როგორ უსწორდებიან რადიკალებს. იგივე ვნახეთ ბრიუსელშიც. კარგად ვნახეთ გერმანიაში, როდესაც ერთმა აქტივისტმა უბრალოდ „ფეისბუქ პოსტი“ დაწერა და იმაზე დაიჭირეს. და იმას, რასაც ჩვენი უსამშობლოები და რადიკალები ჩადიან და აკეთებენ, ამაზე ალბათ დახვრეტას მიუსჯიდნენ. ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ?!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მსგავსი სიახლეები
შვიდი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
,,აბსურდულია, საქართველოს დააბრალო გაწევრიანების პროცესის შეჩერება, ეს ევროკავშირის პრეროგატივაა''- მაკა ბოჭორიშვილი
,,7 ნოემბრი - ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია''- სოზარ სუბარი
,,საკუთარ ქვეყნებში გვანახონ მაგალითი, როგორ ხდება. რასაც ჩვენი უსამშობლოები აკეთებენ, ამაზე ალბათ დახვრეტას მიუსჯიდნენ''- ირაკლი ზარქუა
2024 წლის ივნისში უკვე გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე - ანიტა ჰიპერი
ბრიუსელი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტს, ევროკავშირს აქცევს სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრის, საზოგადოებების დახლეჩვის პროექტად -შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ამერიკული "ფარას" ანალოგიურ კანონზე რუსულის თქმა უკვე მილევადია, სასაცილოც გახდა, ბევრი ქვეყანა ფიქრობს, სწორედ ასეთი კანონი მიიღოს -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ არაფერს ვაბრალებთ ევროკავშირს, ვსაუბრობთ ფაქტებით, რომ მათი მხრიდან გაწევრიანების პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ ივნისში გაცხადდა -მიხეილ ყაველაშვილი
ჰერჩინსკის წერილი ასახავს რეალურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, კარგი გაკვეთილია, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად პრაგმატული და ფრთხილი - გიორგი გაბუნია
სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს, მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი-გიორგი გაბუნია
გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა და ჯამი ჭურჭელია, სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება -შალვა პაპუაშვილი
ტრამპი ამბობს, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა, მას ვეთანხმები, საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე კონცენტრირებისთვის ბევრი არაფერი გააკეთა -ირაკლი კობახიძე
არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა-ირაკლი კობახიძე
გამჭვირვალობის კანონით, ერთადერთი ვალდებულება ფინანსური ანგარიშგებაა, ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის დიდი რაოდენობით დაფინანსება შემოდიოდა -ირაკლი კობახიძე
ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება-ირაკლი კობახიძე
ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე არ უნდა გაბრაზდეს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში -ანდრეი სიბიგა
"ქართული ოცნების" სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია -ჯო უილსონი
არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი, მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ-მიხეილ სააკაშვილი
"ქართული ოცნების" რეჟიმი უკონტროლოდ იქცევა, ყველა, ვისაც ეს ყალბი შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია-რასა იუკნევიჩიენე