,,აბსურდულია, საქართველოს დააბრალო გაწევრიანების პროცესის შეჩერება, ეს ევროკავშირის პრეროგატივაა''- მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირის ხელშია ყველა ინსტრუმენტი, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აბსურდულია, საქართველოს დააბრალო გაწევრიანების პროცესის შეჩერება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილს შეეხებოდა.

„ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა არის ევროკავშირის და არა საქართველოს პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, აბსურდულია, საქართველოს დააბრალო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ევროკავშირის ხელშია ყველა ინსტრუმენტი, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. რაც შეხება თავად პროგრამებს, არაერთხელ გავიგეთ, მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ დასჯის ერთ-ერთი მექანიზმი იქნებოდა საქართველოსთან სხვადასხვა პროგრამის შეჩერება. ეს გადაწყვეტილებაც კარგა ხნის წინ არის მიღებული, თუმცა საკითხის აქტუალიზაციისთვის, კიდევ ერთხელ პოლიტიკურ დღის წესრიგში დასაყენებლად ვხედავთ, რომ პერიოდულად ხდება დაბრუნება ამ საკითხზე, ეტაპობრივად გამოცხადება ამა თუ იმ პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის სამწუხაროა ეს მოცემულობა. ეს არ არის, რისკენაც ისწრაფვის საქართველო და საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მოცემულობა, რომელიც, როგორც წერილშივეა განმარტებული, ეფუძნება ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომლითაც, ტელეკომპანიის ცნობით, დასტურდება, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე, თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე.





მსგავსი სიახლეები
შვიდი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
,,აბსურდულია, საქართველოს დააბრალო გაწევრიანების პროცესის შეჩერება, ეს ევროკავშირის პრეროგატივაა''- მაკა ბოჭორიშვილი
,,7 ნოემბრი - ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია''- სოზარ სუბარი
,,საკუთარ ქვეყნებში გვანახონ მაგალითი, როგორ ხდება. რასაც ჩვენი უსამშობლოები აკეთებენ, ამაზე ალბათ დახვრეტას მიუსჯიდნენ''- ირაკლი ზარქუა
2024 წლის ივნისში უკვე გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე - ანიტა ჰიპერი
ბრიუსელი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტს, ევროკავშირს აქცევს სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრის, საზოგადოებების დახლეჩვის პროექტად -შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ამერიკული "ფარას" ანალოგიურ კანონზე რუსულის თქმა უკვე მილევადია, სასაცილოც გახდა, ბევრი ქვეყანა ფიქრობს, სწორედ ასეთი კანონი მიიღოს -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ არაფერს ვაბრალებთ ევროკავშირს, ვსაუბრობთ ფაქტებით, რომ მათი მხრიდან გაწევრიანების პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ ივნისში გაცხადდა -მიხეილ ყაველაშვილი
ჰერჩინსკის წერილი ასახავს რეალურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, კარგი გაკვეთილია, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად პრაგმატული და ფრთხილი - გიორგი გაბუნია
სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს, მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი-გიორგი გაბუნია
გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა და ჯამი ჭურჭელია, სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება -შალვა პაპუაშვილი
ტრამპი ამბობს, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა, მას ვეთანხმები, საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე კონცენტრირებისთვის ბევრი არაფერი გააკეთა -ირაკლი კობახიძე
არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა-ირაკლი კობახიძე
გამჭვირვალობის კანონით, ერთადერთი ვალდებულება ფინანსური ანგარიშგებაა, ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის დიდი რაოდენობით დაფინანსება შემოდიოდა -ირაკლი კობახიძე
ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება-ირაკლი კობახიძე
ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე არ უნდა გაბრაზდეს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში -ანდრეი სიბიგა
"ქართული ოცნების" სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია -ჯო უილსონი
არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი, მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ-მიხეილ სააკაშვილი
"ქართული ოცნების" რეჟიმი უკონტროლოდ იქცევა, ყველა, ვისაც ეს ყალბი შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია-რასა იუკნევიჩიენე