,, ბევრი მინისტრი იძულებულია გაჩუმდეს''- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან და ვახო სანაიასთან ერთობლივი ინტერვიუს დროს ევროინტეგრაციაზე საუბრისას კორუფციის თემებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მაგალითად, მინისტრები იძულებული არიან გაჩუმდნენ, რადგან ისინი „კორუფციის მხილების ქვეშ არიან და ელოდებიან ხვალ რა და როგორ მოხდება“.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილიც კი ცდილობდა დაერწმუნებინა ევროპელი პარტნიორები, რომ საქართველო არ სცილდებოდა ევროპულ გზას.

"ის 80 პროცენტი, რომელიც მუდმივად ევროკავშირის მომხრედ აისახებოდა სხვადასხვა კვლევებში, არსად წასულა. როგორც პროტესტი არსად წასულა, ეს ხალხიც არსად წასულა. თუნდაც, ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მინისტრებიც და სხვებიც, შიგნით რამდენს უნდა რუსეთი? რამდენი არის ვალდებული, რომ გაჩუმდეს, რაღაცები მიიღოს და რამდენს უნდა საქართველოს ორიენტაციის ეს ცვლილება და რამდენს არ უნდა, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, ნორმალური, დემოკრატიული ევროპული ქვეყანა, მე ვიტყოდი, რომ ასეთი ძალიან ცოტაა, რომელიც თავისი ნებით ამ გზას აირჩევდა, მაგრამ სხვადასხვა მოცემულობა არის ისეთი, რომ არიან ძალიან დიდი პრესის ქვეშ და ვხედავთ რამდენი მინისტრი არის დღეს კორუფციის მხილებების ქვეშ და ელოდება ხვალ რა და როგორ მოხდება. თვით ღარიბაშვილი, როცა ჰქონდა მას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სანამ თვითონ დადიოდა, ძალიანაც ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით იმ [ევროპულ] გზას, თუნდაც ამ რეფორმებს არ ვასრულებდით, რაც დაკისრებული გვქონდა“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
,, ბევრი მინისტრი იძულებულია გაჩუმდეს''- სალომე ზურაბიშვილი
შვიდი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
,,აბსურდულია, საქართველოს დააბრალო გაწევრიანების პროცესის შეჩერება, ეს ევროკავშირის პრეროგატივაა''- მაკა ბოჭორიშვილი
,,7 ნოემბრი - ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია''- სოზარ სუბარი
,,საკუთარ ქვეყნებში გვანახონ მაგალითი, როგორ ხდება. რასაც ჩვენი უსამშობლოები აკეთებენ, ამაზე ალბათ დახვრეტას მიუსჯიდნენ''- ირაკლი ზარქუა
2024 წლის ივნისში უკვე გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე - ანიტა ჰიპერი
ბრიუსელი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტს, ევროკავშირს აქცევს სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრის, საზოგადოებების დახლეჩვის პროექტად -შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ამერიკული "ფარას" ანალოგიურ კანონზე რუსულის თქმა უკვე მილევადია, სასაცილოც გახდა, ბევრი ქვეყანა ფიქრობს, სწორედ ასეთი კანონი მიიღოს -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ არაფერს ვაბრალებთ ევროკავშირს, ვსაუბრობთ ფაქტებით, რომ მათი მხრიდან გაწევრიანების პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ ივნისში გაცხადდა -მიხეილ ყაველაშვილი
ჰერჩინსკის წერილი ასახავს რეალურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, კარგი გაკვეთილია, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად პრაგმატული და ფრთხილი - გიორგი გაბუნია
სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს, მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი-გიორგი გაბუნია
გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა და ჯამი ჭურჭელია, სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება -შალვა პაპუაშვილი
ტრამპი ამბობს, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა, მას ვეთანხმები, საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე კონცენტრირებისთვის ბევრი არაფერი გააკეთა -ირაკლი კობახიძე
არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა-ირაკლი კობახიძე
გამჭვირვალობის კანონით, ერთადერთი ვალდებულება ფინანსური ანგარიშგებაა, ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის დიდი რაოდენობით დაფინანსება შემოდიოდა -ირაკლი კობახიძე
ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება-ირაკლი კობახიძე
ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე არ უნდა გაბრაზდეს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში -ანდრეი სიბიგა
"ქართული ოცნების" სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია -ჯო უილსონი
არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი, მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ-მიხეილ სააკაშვილი