გვსურს, მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და რკინიგზაში -ირაკლი კობახიძე
საქართველო ისტორიულად დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემაში Leaders Talk-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, საქართველო ქმნიან ძალიან საინტერესო მარშრუტს ეკონომიკური კავშირებისა და სავაჭრო პარტნიორობისთვის.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ძლიერი როლი ვითამაშოთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივაში. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ისტორიულად, საქართველო დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი. ასევე, ამ კონტექსტში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივაში ჩვენი მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან პერსპექტიულია. ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და ამისთვის დიდ ინვესტიციებს ვდებთ, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს ინფრასტრუქტურას. დიდ ინვესტიციებს ვდებთ მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. შუა დერეფნის ინიციატივას შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში. ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, საქართველო ქმნიან ძალიან საინტერესო მარშრუტს ეკონომიკური კავშირებისა და სავაჭრო პარტნიორობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ შუა დერეფნის, ტრანსკასპიური დერეფნის გაძლიერების იდეის ერთგულნი ვრჩებით. საქართველო კი ჩვენ გარშემო არსებული ყველა ქვეყნისთვის საიმედო პარტნიორია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მომავალშიც შეუძლია, ძალიან დადებითი როლი ითამაშოს თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით", - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
Vintylator - თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ვალუტის კურსი 12 ნოემბრისთვის
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ნოემბერს
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში გაზრდილია როგორც შემოსული გემების, ისე მიღებული ტვირთის ოდენობა-თამარ იოსელიანი
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
"იგლ ჰილს"-თან გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა"-მარიამ ქვრივიშვილი
გვსურს, მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და რკინიგზაში -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, ბოლო ოთხ წელში წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო, ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ-ირაკლი კობახიძე
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
"გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები"-ვახტანგ ცინცაძე
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება პრიორიტეტულია -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ნოემბერს
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
"ჩინეთის მხარესთან გავაფორმეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომელთა ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გამყარდება"-მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან -ირაკლი კობახიძე