თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე, მარიხუანის, უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2006 წელს დაბადებული ნ.კ., 1994 წელს დაბადებული ე.ა., 1988 წელს დაბადებული მ.ბ., 2001 წელს დაბადებული ი.შ., 1995 წელს დაბადებული თ.ს., 2006 წელს დაბადებული ნ.კ., წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული ჯ.მ., და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1995 წელს დაბადებული დ.კ., 2006 წელს დაბადებული ა.ე., 1981 წელს დაბადებული ვ.რ., 1992 წელს დაბადებული მ.ს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ბუპრენორფინი", „ალფა-პვპ", „გამომშრალი მარიხუანა", „კოკაინი", „მეთადონი", „ტეტრაჰიდროკანაბინოლი", ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი", „მდმა" და „მორფინი".
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები და ელექტროსასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
"პრაქტიკულად გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ" - დავით მათიკაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე
რამდენიმე სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე, ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ამას 100 პროცენტზე, ვერ ვიქნებით ლოიალური მათ მიმართ -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას "ოჯახური ღირებულებების შესახებ" და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონების გაუქმებას სთხოვენ
Daily Mail: FBI-ის ცნობით, ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს
ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება -პიტ ჰეგსეტი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია
,,სანამ ლომჯარია სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი''- სუბარი
უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად-სახელმწიფო დეპარტამენტი
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს
,, ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში „სულელი და არაკომპეტენტური“ ლიდერი ედგა''- თეთრი სახლის სპიკერი
აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული -ისრაელ კაცი
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია