საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყვარელში “ილიაობის” ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყვარელში "ილიაობის" ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგო.
მიხეილ ყაველაშვილმა ტრადიციული დღესასწაულის ფარგლებში სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული პავილიონები დაათვალიერა და ყვარლის მოსახლეობასა და დღესასწაულზე ჩამოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ილია ჭავჭავაძე არის ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა.
„ილია ჭავჭავაძე არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა. რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისე მყარად, როგორც დღეს ვართ, ვერ ვისაუბრებდით ჩვენს ენაზე, ვერ დავიცავდით ჩვენს მამულს, სამშობლოს და არ ვიქნებოდით ქრისტიანები. იმდენად დიდი როლი შეასრულა ჩვენი საქართველოს ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში ამ უდიდესმა პიროვნებამ, რომ შეუძლებელია მის გარეშე საქართველოს წარმოდგენა. სანამ საქართველო იარსებებს, აუცილებლად იარსებებს იდეა, რომელიც იმ ძნელბედობის ჟამს, იმპერიის მარწუხებში ჩვენმა დიდმა ილია ჭავჭავაძემ შექმნა, ამ ბუმბერაზმა ერისკაცმა. კაცმა, რომელმაც დაგვიტოვა საუნჯედ მნიშვნელოვანი პოსტულატები: "მამული, ენა, სარწმუნოება", „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს", სწორედ ამ პოსტულატებზე დგას ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოც. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა როგორც წმინდა ილია მართალი, რადგანაც მთელი თავისი ცხოვრება მან სამშობლოს სიყვარულს შესწირა და როგორც სანთელი, ისე დაიწვა სამშობლოს სიყვარულში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ადგილობრივი დამთვალიერებლებისა და ქალაქის სტუმრებისათვის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ილია ჭავჭავაძის 188-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდება.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყვარელში “ილიაობის” ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა
8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა
8 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"არის ერთი ნიუანსი" ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
"მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარება" -რუსთაველის ფონდისა და ევროკავშირის პარტნიორობის ერთობლივი კონკურსი
7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ინფორმაცია, თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება-მიხეილ სარჯველაძე
მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის მიზეზი არ არსებობს-მიხეილ სარჯველაძე
ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს -მიხეილ სარჯველაძე
კინომცოდნე გიორგი დოლიძე გარდაიცვალა
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გურამ ოქროპირიძე უხელმძღვანელებს
6 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
GM PHARMA ევროპაში
განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი – არქიმანდრიტი ილია მეუფე შიოს
გეკა გელაძემ კახეთში საპოლიციო ღონისძიებისას დაჭრილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი მოინახულა
პატრიარქმა არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა
მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ის ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია-პაატა იმნაძე
5 ნოემბერის ამინდის პროგნოზი