„ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ''- ლევან მახაშვილი
„ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, აუცილებელია, პროცესს სამართლებრივი შეფასება ჰქონდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული პირები წლების განმავლობაში შემჩნეული იყვნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში.
„საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პერიოდი, როდესაც ადამიანებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური საქმიანობისა, თუ სხვა პროფესიისა, შეუძლიათ, სახელმწიფო ინსტიტუტებს შეუტიონ, შტურმი განახორციელონ, მტრული ნაბიჯები გადადგან ქვეყნის წინააღმდეგ და ეს დარჩეს დაუსჯელი. რასაც პროკურატურა აკეთებს, არის იმ პროცესების სამართლებრივი შეფასება, რაც საზოგადოებამ იხილა პირდაპირ ეთერში გასული ერთი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, გავრცელებული ინფორმაცია თუ სიმართლეა, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება სწორედ იმ პროცესისა, რასაც დღეს პროკურატურა ახორციელებს. ეს ახალი არ არის, წლების განმავლობაში ეს ადამიანები შემჩნეული იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს ყველაფერი ხელის გულზე გამოდის. ამ პროცესს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს ვინმესთვის.
ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, აუცილებელია, პროცესს სამართლებრივი შეფასება ჰქონდეს. ერთხელ და სამუდამოდ გაქარწყლდა მითი მათთვის, ვისაც არ სჯეროდა, რომ აქცია შეიძლებოდა ყოფილიყო ორგანიზებული. სად არის აქ სპონტანურობა? ეს პროცესები არცერთი წამით არ ყოფილა სპონტანური, მოქალაქეების ემოციების გამოყენებით, ორგანიზებულად, გარე დაფინანსებით ხდებოდა და დღემდე ხდება ამ პროცესების მართვა, წახალისება, ცეცხლის შენთება. ამ ჩანაწერებით ეს კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა გულწრფელ ემოციებთან, სპონტანურობასთან, არამედ კარგად ორგანიზებულ, დაგეგმილ, წახალისებულ, დაფინანსებულ სპეცოპერაციასთან“, – განაცხადა მახაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ისინი იმაზე უფრო სწრაფად იშლებიან, ვიდრე ხსნიან, თუ რის გაკეთებას აპირებენ ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს - დავით ქართველიშვილი
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის შეთანხმების ტექსტში უნდა ჩაიწეროს მარტივი სიტყვები, „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“, ყველა პრობლემა ერთ წამში აღმოიფხვრება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობაზე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია
,,ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო''- ვოლსკი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა
კახა კალაძე შაბათს და კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს
ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ'' - დავით ქართველიშვილი
,,ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ''- პაპუაშვილი
,,უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის''-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
,,ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან''- მაკა ბოჭორიშვილი
დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა
ხატია დეკანოიძე - ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან
რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს