მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს თავს დაესხნენ, დაშავებულია 15 ადამიანი
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი. ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.
„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, დაშავებულებს შორის არიან პალესტინელები, ისრაელელი და უცხოელი მოხალისეები, ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვისტი, მედიკოსი და „როიტერის“ ფოტოგრაფი.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა პალესტინურ სოფლებში – ბურინსა და ბეითაში მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან ნიღბიანები პალესტინელებს ხელკეტებით და როგორც ესვრიან ქვებს ზეთისხილის ბაღში მყოფ მოხალისეებს.
მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის ასევე არის ბურინის მკვიდრი ბაშარ ეიდი, რომლის სახლის მიმდებარე ტერიტორია ორი კვირის წინ სამხედრო ზონად გამოცხადდა, მაშინ მის დასახმარებლად მისული ისრაელელი მოხალისეები დააკავეს, ხოლო ორი ამერიკელი მოხალისე ქვეყნიდან დაადეპორტეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადეს, დაპირისპირება მათმა სამხედროებმა ჩაახშეს. მათივე თქმით, საქმეს ამჟამად პოლიცია იძიებს.
როგორც მედია წერს, ზეთისხილის კრეფის სეზონზე, რომელიც ოქტომბრიდან დაიწყო, არაერთი თავდასხმა მოხდა. მათივე ცნობით, ისრაელელები თავს ესხმიან ზეთისხილის მკრეფავ პალესტინელებს და იმ მოხალისეებს, რომლებიც ფერმერებს მოსავლის აღებაში ეხმარებიან.
მსგავსი სიახლეები
დონალდ ტუსკი 1989 წლიდან პოლონეთის ყველაზე ცუდი პრემიერ-მინისტრია -კაროლ ნავროცკი
ქრისტიანებმა ევროპაში ერთმანეთი არ უნდა დახოცონ, რუსეთ-უკრაინის ტრაგიკული ომი უნდა დასრულდეს-ვიქტორ ორბანი
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა დაასახელა
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამიტი შედგება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს
,,ბირთვული ცდების ტექნიკური აუცილებლობა არ არსებობს'' - სერგეი ლავროვი
უკრაინა დასავლური იარაღის საცდელ პოლიგონად იქცა -ნატოში აშშ-ის ელჩი
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
,, თუ დავინახავთ მეტ რადიკალურ ნაბიჯებს ამ ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოება ალბათ დასკვნებს გამოიტანს''- ლევან მახაშვილი
სირიის პრეზიდენტი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
შემცირებული რეიტინგის აღსადგენად ტრამპი საგარეო პოლიტიკაზე ფსონს დებს
პარიზის სასამართლო ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
BBC-ის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს
თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ოფიციალური ღონისძიების დროს ჩაეძინა
ტრამპმა დამანგრეველი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ხალხის სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას, ჩვენს დემოკრატიას - ჯო ბაიდენი
ტრამპი: ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან, მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდი ყველას გადაეცემა
,,არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ''- დიმიტრი პესკოვი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყარაბაღის გამარჯვება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქული სამყაროს გამარჯვებაც იყო
,,სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების წინააღმდეგია''- რობერტ ფიცო
,,ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ, რომ ვაშინგტონი „ომის პარტიის“ ნაწილი გახდეს'',- სერგეი ლავროვი